ბარსელონა კალიდუ კულიბალითი ინტერესდება
კატალონიის რადიოს ცნობით, "ბარსელონას" დაცვის ცენტრის გაძლიერება დაბალღირებული ფეხბურთელებით ან ისეთი მოთამაშეებით სურს, რომელსაც ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტი ეწურებათ.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი, "ნაპოლის" უკანახაზელი, კალიდუ კულიბალია, რომელმაც გუშინ "ბარსას" წინააღმდეგ ითამაშა. როგორც ცნობილია, ჩავი ერნანდესს სენეგალელი მოთამაშე მოსწონს. მას იტალიელებთან გაფორმებული ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება.
შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" აქტიურად უკავშირებენ ლონდონის "ჩელსის" ორ მოთამაშეს - სესარ ასპილიკუეტასა და ანდრეას კრისტენსენსაც.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]