ჩავის პრესკონფერენცია ბილბაოსთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ბილბაოსთან მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ბილბაოსთან" თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- გვინდა, თავი მოვუყაროთ ყველაფერს ერთად, რასაც ვაკეთებთ. ახლა განვსხვავდებით იმ გუნდისგან, რომელმაც ესპანეთის თასზე "ბილბაოსთან" სტუმრად ითამაშა, თუმცა, ხვალ რთული მატჩი იქნება.

- მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმყოფები, სადაც არ შეგიძლია, რომ უბრალოდ მოიგო - კარგადაც უნდა ითამაშო.

- დეპაი? ის და ლანგლე ჩვეულებრივ ვარჯიშობენ. ახლა მათ უფრო მეტი კონკურენტი ჰყავთ, მაგრამ მემფისი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა იყოს. კონკურენცია გაიზარდა, მაგრამ ისინი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები უნდა იყვნენ. თუ არაფერი შეიცვალა, ისინი განაცხადში მოხვდებიან.

- არაერთ ასპექტში უნდა მოვუმატოთ, ბურთს ზედმეტად ხშირად ვკარაგავთ. გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს.

- მუშაობა იმავე ენთუზიაზმითა და თავგანწირვით უნდა გავაგრძელოთ.

- ფრენკი დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია. გვინდა, რომ ის გუნდს სრულყოფილად მოერგოს. მას ჰქონდა მომენტები, როდესაც კრიტიკის გამო ფრენკიმ რთული დრო გამოიარა, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. იგი ძალიან თვითკრიტიკული და თავმდაბალია. მისი მსგავსი პროფილის ფეხბურთელის პოვნა ძნელია.

- ძმები ვილიამსები? ნიკო და ინიაკი ძალიან სწრაფი, კონტრშეტევებზე სახიფათო ფეხბურთელები არიან. უნდა ვეცადოთ, ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ. ისინი სივრცეებს ძალიან კარგად ითვისებენ.

- რა თქმა უნდა, ახლანდელ "ბარსაში" თამაშს ვისურვებდი. თამაში ყოველთვის მინდა, მაგრამ ეს ეტაპი უკვე დასრულდა. ამით დიდი სიამოვნება მივიღო და მინდა, ახლა ჩვენმა ფეხბურთელებმა ისიამოვნონ.

- სანამ მათემატიკურად შესაძლებელი იქნება, ლა ლიგისთვის ვიბრძოლებთ.

- დესტი მაღალ დონეზე იმყოფება. ის აჩვენებს, რომ "ბარსას" დონეს შეესაბამება.

- ახალწვეულების გარეშე მიზნების მიღწევა უფრო გაგვიჭირდებოდა. ობამეიანგს არ გავუკვირვებივარ. მას ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის ჰქონდა. ტრაორემ გამარკვირვა. ის ბურთს შესანიშნავად იბრუნებს. ყველაზე მეტად ტორესმა გამაოცა. ვფიქრობ, იგი შთამბეჭდავი ფეხბურთელია.

"ბარსა" "ბილბაოს" ხვალ 23 საათსა და 55 წუთზე უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 თებერვალი 2022 16:37
    0
    ობამეანგზე და ტრაორეზე ნამდვილად სწორი თქვა, ტრაორეს კი არ აძაგებს რო გული არ გაუტეხოს.
    გულშემატკივარი [?]
    #6 26 თებერვალი 2022 21:56
    3
    ქვა-ქვაზე არ უნდა დარჩეს!..
    ფანი [?]
    #5 26 თებერვალი 2022 21:27
    5
    შურისძიების დროა, თავიარუნდა დაზოგონ ❤
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #4 26 თებერვალი 2022 20:21
    2
    ხვალ ვიგებთ❤️❤️
    გულშემატკივარი [?]
    #3 26 თებერვალი 2022 20:01
    5
    ხავი თუ საიდუმლო არაა ტორესში რამ გაგაკვირვა ? :D
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 26 თებერვალი 2022 19:54
    5
    გენაცვალე ჩავი მჯერა შენი და შენი ბარსასი❤
    ფანი [?]
    #1 26 თებერვალი 2022 19:48
    1
    უნდა მოვიგოთ
    --------------------
    More than a Club / MÉS QUE UN CLUB /
    მეტი ვიდრე კლუბი