ოფიციალურად: რაიო ვალიეკანოსთან გამოტოვებული მატჩის ჩატარების დრო და თარიღი ცნობილია

ოფიციალურად: რაიო ვალიეკანოსთან გამოტოვებული მატჩის ჩატარების დრო და თარიღი ცნობილია

ლა ლიგის გადაწყვეტილებით, "ბარსელონასა" და "რაიო ვალიეკანოს" შორის გამოტოვებული მატჩი 24 აპრილს, თბილისის დროთ, 23:00 საათზე გაიმართება.

გუშინ მადრიდული გუნდი ესპანეთის თასის ნახევარფინალში "რეალ ბეტისთან" დამარცხდა, რამაც "ბარსასთან" თამაშის ფინალის დღეს ჩატარება შესაძლებელი გახადა.

"ბლაუგრანა" და "რაიო" ერთმანეთს 20 იანვარს უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა "ბარსელონა" ესპანეთის სუპერ თასზე მონაწილეობდა, რის გამოც შეხვედრა გადაიდო.

პირველ წრეში, რადამელ ფალკაოს გოლის წყალობით, გამარჯვება მადრიდულმა კლუბმა მოიპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 მარტი 2022 14:54
    1
    გუშინ ბეტისმა რაიოსთან ფრე ითამაშა 1-1. ეს რა განმეორებითი იყო? მე კი მეგონა მეორე თამაში იყო ჩასატარებელი კიდევ.