მესის დაბრუნების შანსები მცირეა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლიონელ მესი, შესაძლოა, 2023 წელს ერთი სეზონით "ბარსელონაში" დაბრუნდეს.
ამ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, ტონი ჟუანმარტი გამოეხმაურა. მისი ცნობით, არგენტინელმა ჯერ თავადაც არ იცის, რას მოიმოქმედებს 2023-ში, თუმცა MLS-ში წასვლა ან "პარი სენ-ჟერმენში" კიდევ ერთი წლით დარჩენა ბევრად უფრო სავარაუდო სცენარებია, ვიდრე "ბარსაში" დაბრუნება.
ცნობისთვის, მესიმ პარიზულ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2023 წელს, შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]