როდის დაბრუნდება ლიონელ მესი ბარსელონაში
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ ზაფხულში "ბარსელონა" ლეო მესის დაბრუნებაზე იფიქრებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ვერ შეძლებს.
ახლა კი, La Porteria-ს ინფორმაციით, არგენტინელის ვარსკვლავის გარემოცვა 2022 წლის ზაფხულში მის "ბარსაში" დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა, 2023 წელს "ლა პულგა", ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგებამდე, შესაძლოა, კატალონიურ გრანდში 1 სეზონით დაბრუნდეს და კლუბს ღირსეულად დაემშვიდობოს.
MLS-ში მესის მომავალ კლუბად დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამი" სახელდება. ამავე გუნდს უკავშირებენ ლუის სუარესსა და სერხიო ბუსკეტსსაც.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]