ჰოლანდი ბარსელონას ერთ მოთხოვნას უყენებს

ჰოლანდი ბარსელონას ერთ მოთხოვნას უყენებს

როგორც ჩანს, ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა ერლინგ ჰოლანდი იქნება. ახალგაზრდა ნორვეგიელს 3 კლუბს უკავშირებენ - "ბარსას", "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის".

ამ სამეულს შორის აუტსაიდერად "ბარსა" ითვლება, მაგრამ ამის მიზეზი ფინანსური მხარეა. როდესაც საქმე ფეხბურთელის სურვილზე მიდგება, თუ რომელიმე წყარო ჰოლანდის პრიორიტეტზე საუბრობს, ყველა "ბარსელონაზე" მიანიშნებს.

ცნობილია, რომ ჟოან ლაპორტა ჰოლანდის აგენტს, ხოლო ჩავი ერნანდესი თავად ფეხბურთელს შეხვდა. კატალონიელთა ორივე წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონაში" თამაშზე უარს იტყვის. ეს ნიშნავს, რომ ჰოლანდს "ბარსელონასთვის" უარი არ უთქვამს.

Mundo Deportivo-ს ცნობით ჰოლანდს "ბლაუგრანაში" თამაში კი უნდა, მაგრამ მას ერთი პირობა აქვს. ნორვეგიელს სურს, კატალონიელებთან ხანმოკლე კონტრაქტი გააფორმოს. მისი მიზანია, როდესაც "ბარსელონა" ფინანსურად ისევ მოძლიერდება, ხელშეკრულების პირობები გადაიხედოს. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ ერლინგი მზადაა, მომდევნო სეზონში "ბარსელონაში" უფრო ცუდი ეკონომიკური პირობებით ითამაშოს, ვიდრე მას სხვა კლუბები სთავაზობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 11 მარტი 2022 13:12
    0
    რას იზავ სხვა გზა არა გვაქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 10 მარტი 2022 21:00
    0
    შარშან კეინზე ჩალიჩობდა პეპი, ვერ ითრია;
    არავინ უყიდია, როგორც ჩანს ამას ჩაუსაფრდა, აბა გაბი ჟესუსზე ჩამოკიდებდა გუნდის შეტევას? მაგრამ ეს არის ინვესტიცია, 22 წლის იქნება სეზონის დასაწყისში, კაი 12-14 სეზონი უმაღლეს დონეს გაქაჩავს, ნუ პეპი არ მგონია ამდენი ხანი სიტიში დამრჩენი
    Culé [?]
    #9 10 მარტი 2022 20:18
    1
    პატარძალივით ნუ იპრანჭები რაა, თუ მოდიხარ, მოდი რაა! თუ არადა ინშიმპანზე პესეჟეში, ან სადმე! დაუფიქრდი ეს ბარსაა და ნუ აპრაციმპულებ საქმეს! ბარსა სხვა სამყაროა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 მარტი 2022 20:02
    0
    ჰოო რაღაც დაუჯერებელი ნიუსი მგონია ეს მე! ღმერთმა ქნას მართალი იყოს ანუ თუ ნაკლებ ხელფასზე თანხმდება მაშინ ჩვენი ყოფილა თითქმის smile
    Culé [?]
    #7 10 მარტი 2022 19:51
    0
    მოკლედ არმგონიაა ეს მომსვლელი იყოს …
    Culé [?]
    #6 10 მარტი 2022 19:46
    2
    რა ვიცი, რეალში უნდაო და თუ პერესის და სიტის დიდ ფულზე უარს იტყვის და ბარსაში წამოვა ან კულეა, ან გაუტყდება პერესისგან პირველ ოფციად მბაპეს რომ აირჩევს და ინგლისში კი თამაში არ უნდა. მთავარია, ტრამვები არ ჰქონდეს და მგონი უნდა მოუხდეს ბარსას
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #5 10 მარტი 2022 18:53
    2
    მართლა ეგრე თუა გაუმარჯოს ღმერთმა, ყველა სიტყვას უკან წავიღებ,მაგრამ რაიოლა არ არის მაგის გამკეთებელი 😀 დაბალ ხელფასზე არ ითამაშებს შანსი არაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 მარტი 2022 18:52
    1
    ნიუჟელი ეგრე მაგრა ბრატობენ ლაპორტა და რაიოლა ეს თუ სიმართლეა მაშინ მოგვიყვანია და ეგაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 მარტი 2022 18:23
    1
    ვა ეგრე თუ ქნა კაი იქნება.ვნახოუ სულ მალე გაირკვევა,სად წავა ეს ნადირი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 10 მარტი 2022 18:19
    2
    ეს თუ სიმართლეა იდეალურია
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 10 მარტი 2022 17:55
    4
    წამსვლელია ნეტა მაგაზე? ისე რეალში თუ მბაოე მიდის მაგას ბარსა მოუნდება მაგრამ მთავარია მაგის ფული გვქონდეს და ტრამვიანობას მოეშვას, ხოდა იქამდე ჯერ დროა და ვნახოთ რა როგორ იქნება