ჩავი გალათასარაისთან რამდენიმე ლიდერს დაასვენებს | MD

ჩავი გალათასარაისთან რამდენიმე ლიდერს დაასვენებს | MD

დღეს "ბარსელონას" მნიშვნელოვანი თამაში ელის. კატალონიური გუნდი ევროპა ლიგაზე "გალათასარაის" უმასპინძლებს.

იმის მიუხედავად, რომ თამაში მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ფინანსური კუთხით, Mundo Deportivo-ს ცნობით ჩავი მაინც შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს. ამის მიზეზი, შესაძლოა, მეტოქის სისუსტე და ძალიან ცუდ ფორმაში ყოფნა იყოს.

ცნობილია, რომ "ბარსას" გავი და დანი ალვესი ვერ დაეხმარებიან. ბრაზილიელი ევროპის ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა, ესპანელი კი დისკვალიფიცირებულია.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით ჩავი "ელჩესთან" კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს. ალვესის ნაცვლად დესტს ვიხილავთ, პიკეს ნაცვლად გარსიას, ბუსკეტსის ნაცვლად ნიკოს, გავის ნაცვლად დეპაის და დემბელეს ნაცვლად ტრაორეს.

შედეგად ასეთი შემადგენლობაა მოსალოდნელი: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, გარსია, ალბა, ნიკო, ფ. დე იონგი, პედრი, ტრაორე, ტორესი, დეპაი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 მარტი 2022 13:09
    0
    ციტატა: Fc Barca Batumi
    თქვენ იმდენს იზამთ, ბოლოს ლუკი დაგჭირდებათ! ოღონდ 5 წუთით ადრე არა, არამედ ნახევარი საათით ადრე რაღაცა გეშველოთ

    გულთმისანი ხარ, მეც ეგრე ვიფიქრე. და ვაი რო გამართლდა.
    Culé [?]
    #5 10 მარტი 2022 20:10
    2
    თქვენ იმდენს იზამთ, ბოლოს ლუკი დაგჭირდებათ! ოღონდ 5 წუთით ადრე არა, არამედ ნახევარი საათით ადრე რაღაცა გეშველოთ
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #4 10 მარტი 2022 18:54
    1
    კაია მაგრამ ობამა მირჩევნია იდგეს 😍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 მარტი 2022 18:53
    4
    გარსია მაშინებს დალშე მშვენიერი კამანდაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 მარტი 2022 18:24
    1
    2 ზე მეტი გოლი ხო უეჭველი გავა ტო.5-0 უნდა მოვიგოთ მინიმუმ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 10 მარტი 2022 18:16
    0
    დემბელე ლიდერებში რატო მოიაზრება? ისედაც სკამის კაცია, ისე დაახლოებით ეგეთი შემადგენლობა მგონია მეც