ნაპოლი-ბარსელონა: განაცხადი ცნობილია
ხვალ, ევროპა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ცნობილია.
იტალიაში 21 ფეხბურთელი გაემგზავრება. ტრავმის გამო, გუნდს ანსუ ფატი, სერჟი რობერტო, კლემან ლანგლე, მემფის დეპაი და სამუელ უმტიტი ვერ ეხმარებიან. დანი ალვესი კი ევროპა ლიგაზე რეგისტრირებული არ არის. როგორც მოსალოდნელი იყო, ლანგლე და დეპაი "ბილბაოსთან" მატჩში დაბრუნდებიან.
სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარე: ტერ შტეგენი, ნეტუ, ტენასი.
დაცვა: დესტი, მინგესა, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა.
ნახევარდაცვა: ბუსკეტსი, პუჩი, პედრი, ნიკო, გავი, ფ. დე იონგი.
თავდასხმა: დემბელე, ტრაორე, ბრეითუეიტი, ლ. დე იონგი, ტორესი, ობამეიანგი.
მატჩი სტარტს, თბილისის დროით, 23:55 საათზე აიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]