ბარსელონამ ფრანკ კესიეს ტრანსფერი დაასრულა
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით "ბარსელონამ" "მილანის" ნახევარმცველის, ფრანკ კესიეს ტრანსფერი დაასრულა.
წყაროს ცნობით მხარეებმა მოლაპარაკებები გუშინ დაასრულეს და უკვე გადაწყვეტილია, რომ 25 წლის შუახაზელი კარიერას "ბლაუგრანაში" განაგრძობს.
ცნობილია, რომ უახლოეს ზაფხულში "ბარსა" აქცენტს თავისუფალ აგენტებზე გააკეთებს. გავრცელებული ცნობებით კატალონიელებმა ანდრეას კრისტენსენისა და ფრანკ კესიეს ტრანსფერების საკითხი უკვე მოაგვარეს, რიგში კი ნუსაირ მაზრაუი და სესარ ასპილიკუეტა დგანან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]