კესიემ ბარსელონაში თამაში გადაწყვიტა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანის" ნახევარმცველი, ფრანკ კესიე "ბარსელონაში" ითამაშებს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა ორი პრემიერ ლიგური კლუბიდან ფინანსურად უფრო მომხიბვლელი შეთავაზება მიიღო, თუმცა მან "ბარსელონაში" თამაში აირჩია, რაშიც გადამწყვეტი როლი ჩავი ერნანდესმა შეასრულა - "ბარსას" თავკაცი კესიეს პირადად დაუკავშირდა და კატალონიელთა სპორტული პროექტით დააინტერესა. კოტ დ'ივუარელის დარწმუნებაში თავისი წვლილი "ბლაუგრანას" ყოფილმა მოთამაშემ და ფრანკის თანამემამულე იაია ტურემაც შეიტანა, რომელიც მას ასევე დაეკონტაქტა.
მხარეებს შორის ვერბალური შეთანხმება მიღწეულია. კესიე კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. იგი 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]