ტალიაფიკო: ზაფხულში ბარსელონაში გადასვლა უფრო მარტივი იქნება
"აიაქსის" მარცხენა მცველმა, ნიკოლას ტალიაფიკომ "ბარსელონაში" ჩაშლილ ტრანსფერსა და მისი ზაფხულში განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა:
"ბარსელონასგან" ინტერესი არსებობდა, კლუბებმა მოლაპარაკებები გამართეს და ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ვფიქრობ, ივნისში ეს უფრო მარტივი იქნება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტალიაფიკო, რომელსაც ახალი აგენტი ჰყავს, ზაფხულში "აიაქსის" დატოვებას აპირებს. ფეხბურთელს ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და, სავარაუდოდ, კლუბი ადვილად შეელევა.
"ბლაუგრანას" ზამთარში არგენტინელის იჯარით აყვანა სურდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა. 29 წლის უკანახაზელმა ტრანსფერის ჩაშლაში "აიაქსი" დაადანაშაულა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]