ბარსას ქალების გუნდი მსოფლიოს ახალ რეკორდს უმიზნებს

ბარსას ქალების გუნდი მსოფლიოს ახალ რეკორდს უმიზნებს

30 მარტს ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს.

პირველი მატჩი კატალონიელებმა მადრიდში 3-1 მოიგეს, განმეორებითი შეხვედრისთვის კი ყველა ბილეთი გაყიდულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "კამპ ნოუ" თითქმის 100 ათას გულშემატკივარს ელის.

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსას" საშინაო არენა თითქმის სრულად შეივსება, ეს ქალების ფეხბურთში ახალი რეკორდი იქნება.

ქალების საკლუბო ფეხბურთში რეკორდი 2019 წლის 17 მარტს დამყარდა, როდესაც "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას, რომელიც კატალონიელებმა 2-0 მოიგეს, ტრიბუნებიდან თვალი 60 739-მა ადამიანმა მიადევნა.

თუ სანაკრებო თამაშებსაც ჩავთვლით, ქალთა ფეხბურთის რეკორდი 2012 წლის 9 აგვისტოს დამყარდა, როდესაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფინალში ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის დაპირისპირებას (2-1) 80 203 გულშემატკივარი დაესწრო.

თუ 30 მარტს "კამპ ნოუზე" 81 ათასი ადამიანი მაინც მივა, რისი შანსიც ძალიან დიდია, ქალების ფეხბურთში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდება და ეს "ელ კლასიკოში" მოხდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 მარტი 2022 21:11
    0
    ეს გოგონები იმსახურებენ ამ რეკორდს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 მარტი 2022 19:14
    0
    ციტატა: shu1987
    ბარსას ქალების გუნდი ისეთი ყავს მწვრთნელიც არ ჭირდებათ ისეთებს ჩადიან, მაგათთან თუნდაც ერთი დღე მამყოფა და მაყურებინა რა გოგონები არიაან 😍

    გასახდელში? bowtie
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #4 26 მარტი 2022 20:28
    2
    ციტატა: Barca Barca Barca
    აუ ეს ნაშა მომცააა…

    ღმერთო რა სირცხვილია
    Culé [?]
    #3 26 მარტი 2022 18:51
    0
    ბარსას ქალების გუნდი ისეთი ყავს მწვრთნელიც არ ჭირდებათ ისეთებს ჩადიან, მაგათთან თუნდაც ერთი დღე მამყოფა და მაყურებინა რა გოგონები არიაან 😍
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #2 26 მარტი 2022 16:12
    0
    თუ იცით რა ღირს "კამპ ნოუს" ბილეთები?
    Culé [?]
    #1 26 მარტი 2022 14:52
    3
    ხო და შემოსავალიც სოლიდური იქნება რეკორდთან ერთად