კამპ ნოუზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა

კამპ ნოუზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა

დღეს ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი თამაშები გაიმართა. მთავარი დაპირისპირება "კლასიკო" იყო - "ბარსელონა" "რეალის" წინააღმდეგ.

თამაშამდე ცნობილი იყო, რომ "ბარსელონა" ახალ მსოფლიო რეკორდს უმიზნებდა. აქამდე ქალების ფეხბურთზე დასწრების მხრივ საკლუბო რეკორდი 2019 წელს იყო დამყარებული, როდესაც "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატელტიკოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას 60 739 ადამიანი დაესწრო. დღევანდელი "კლასიკო" რომ ამ რეკორდს მოხსნიდა, ეს ეჭვს არ იწვევდა. თუმცა ზოგადად ქალების ფეხბურთის რეკორდი გაცილებით მეტი იყო. მსოფლიოს 1999 წლის ჩემპიონატის ფინალში აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირებას ტრიბუნებიდან თვალი 91 185-მა ადამიანმა მიადევნა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი თამაშის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ამ რეკორდის გაუმჯობესება მაინც ძალიან რთულად მოჩანდა, რადგან თამაში ბარსელონას დროით სამუშაო საათებს ემთხვეოდა. თუმცა შეხვედრის მიწურულს "კამპ ნოუს" ტაბლოზე დაიწერა 91 553, ეს კი მსოფლიოს ახალ რეკორდს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ "კამპ ნოუზე" ამდენი გულშემატკივარი არ ყოფილა, მათ შორის არც მიმდინარე სეზონის კაცების საშინაო "ელ კლასიკოზე".

რაც შეეხება თამაშს - სიტუაცია დაძაბული მხოლოდ 3 წუთით იყო, საბოლოოდ კი "ბარსამ" 5-2 მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #7 31 მარტი 2022 15:03
    0
    იმედია კაცებშიც ეგრე იქნება
    Culé [?]
    #6 31 მარტი 2022 13:28
    2
    ალექსიას მორიგი პერფომანსი იხილა გადაჭედილმა პუბლიკამ კამპ ნოუზე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 მარტი 2022 12:08
    0
    ის სამი წუთი რეალი რო 2-1 იგებდა? კაია რომ ბონმატამ დროულად გაათანაბრა და მერე კი წავიდა პინა, პუტელასი , ჰანსენი. მართლაც ზუსტად 3 წუთი ვინერვიულე.
    ფანი [?]
    #4 31 მარტი 2022 10:10
    1
    3 ამპრილს სევილიას ვმასპინძლობთ, წესით და რიგით სავსე ნოუკამპი უნდა ვიხილოთ, მითუმტეს 6 ქულიანი თამაშია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 მარტი 2022 07:23
    1
    რაკარგია 👏
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    ფანი [?]
    #2 31 მარტი 2022 02:17
    3
    ციტატა: C.PC5
    კაცებშიც გვინდა გადაჭედილი ნოუკამპი😒

    მალე დაბრუნდება ეგ დროც. პრინციპში, უკვე დაბრუნდა ❤️💙
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 მარტი 2022 01:53
    3
    კაცებშიც გვინდა გადაჭედილი ნოუკამპი😒
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"