ბარსელონა ლაკაზეტის უფასოდ დამატებით დაინტერესდა

ბარსელონა ლაკაზეტის უფასოდ დამატებით დაინტერესდა

"ბარსელონა" ლონდონის "არსენალიდან" კიდევ ერთი თავდამსხმელის უფასოდ დამატებაზე ფიქრობს. საუბარი ალექსანდრ ლაკაზეტზეა.

30 წლის ფრანგ თავდამსხმელს "მეთოფეებთან" კონტარქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მხარეები ახალი ხელშეკრულების პირობებზე ვერ თანხმდებიან. დიდი შანსია, ლაკაზეტმა კლუბი უფასოდ დატოვოს და ფრანგულ L'Equipe-ზე დაყრდნობით ესპანური Sport იტყობინება, რომ "ლიონის" გარდა მისი დამატების სურვილს "ბარსელონაც" გამოთქვამს.

ცნობილია, რომ ზაფხულში "ბლაუგრანა" შეტევის ხაზში ცვლილებებს გეგმავს. იდეალურ ვარიანტში კლუბს რომელიმე სუპერფორვარდი შეუერთდება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ხმაურიანი ტრანსფერი, შესაძლოა, ერთი წლით გადაიდოს. ასეთ შემთხვევაში "ბარსა" შედარებით მოკრძალებულ ტრანსფერს დასთანხმდება.

ალექსანდრ ლაკაზეტი "ლიონიდან" "არსენალში" 2017 წელს 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლონდონურ გუნდში მან 199-ჯერ ითამაშა, 71 გოლი გაიტანა და 36 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ფრანგის აქტივში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, რაც ის შედეგი არაა, რასაც ლონდონელები მისგან ელიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 31 მარტი 2022 15:50
    5
    ობამეიანგს ესეც რომ მოუყვანონ იმენა თავისი საძმაკაცოთი ივლის თამაშებზე😂 აქეთ დემბელე იქეთ ლაკაზეტი იფფ აიხდენს ოცნებას კაცი😂
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 31 მარტი 2022 15:15
    5
    დაცვაში რომ ერთი არაუხო გვყავს ისიც ჰაერში ჩამოკიდებული ჯერ ! (კონტრაქტს ვგულისხმობ) და 200 წლის პიკე ! ჩვენ ამ დროს ლაკაზეტიზე უნდა ვფიქრობდეთ ეხლა ? ეგეც ეხლა მბაპე არ მყავდეს რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 31 მარტი 2022 15:08
    6
    ეს ჟურნალები ყველა გაჭირვებულს ჩვენ,რატომ გვატენიან.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #10 31 მარტი 2022 15:07
    5
    თუ სკამზე იქნება მშვენიერია, ბრაიტვეიტს კი აჯობებს
    ფანი [?]
    #9 31 მარტი 2022 14:30
    5
    რუდიგერზე იწერება, აუ რუდიგერიც თუ დაითრიეს დაცვა მართლა კაი იქნება.
    Culé [?]
    #8 31 მარტი 2022 14:17
    6
    ამას სათადარიგო სკამზე ისევ ლუკ დეიონგი სჯობს. ჯერ კი ჭორია ყველაფერი მაგრამ ამის მოყვანას აჯობებს ისევ აკადემიაში ნახონ ვინმე.
    ფანი [?]
    #7 31 მარტი 2022 14:08
    4
    ციტატა: M10 S9 D11
    ზამენაზე კიბატონო

    კი ზამენიდან ლაკაზეტი რომ შემოვა დიდი უპირატესობაა.. შეიძლება ზოგ მომენტში პირიქით სასტავშიც იყოს.. გააჩნია როგორ აეწყობა ჩვენს გუნდში.. ნუ ეგ ყველაფერი ვარაუდია რადგან თავად ბარსელონა არაა დაინტერესებული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 მარტი 2022 14:07
    3
    ვეტოს ვადებთ, რა ლაკაზეტი?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 მარტი 2022 13:55
    3
    ზამენაზე კიბატონო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 31 მარტი 2022 13:39
    4
    თუ გადავხედავთ იმ საკითხს რომ არ გვინდა დიდი ფულის გადაყრა დიდ ფეხბურთელში მაშინ ამის უფასოდ დამატება ცუდი არაა თან დაბალ ხელფასზე თუ წამოვა
    Culé [?]
    #3 31 მარტი 2022 13:32
    4
    არსენალში ვერ ამოაგდო ობამა და აქ ამოაგდებს? რაღაც არამგონია

    სათადარიგოთა სკამზე კაი ვარიანტია მაგრამ მაშინ ძირითადის ფორვარდი ობა იქნება
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 მარტი 2022 12:58
    3
    თუ არის მაგის ადგილი კი ბატონო, სათადარიგოზე დაჯდება?
    SHOTADEPAY9
    სტუმარი [?]
    #1 31 მარტი 2022 12:42
    3
    სათადარიგოთა სკამზე თუ უნდა