ბარსელონა-სევილია | შეხვედრის მსაჯი ცნობილია
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 30-ე ტურის თამაშების მსაჯები დაასახელა და გაირკვა, რომ ცენტრალურ დაპირისპირებას 38 წლის ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.
სანჩეს მარტინესი 2010 წლიდან მსაჯობს. 2011 წელს მას სეგუნდა დივიზიონში ჰქონდა დებიუტი, 2015 წელს კი პრიმერაში დაწინაურდა. ძირითადი საქმიანობით ეკონომისტი მარტინესი FIFA-ს მსაჯი 2017 წლიდანაა.
სანჩეს მარტინესი მატჩში საშუალოდ 5.66 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს აჩვენებს. ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის ის თამაშში საშუალო ყვითლების ჩვენებით მე-3, ხოლო წითლებით მე-12 ადგილზეა.
კარიერის განმავლობაში მარტინესი თამაშში საშუალოდ 27.9 ჯარიმასა და 0.32 თერთეტმეტრიანს ნიშნავს.
ამ არბიტრს "ბარსელონას" შეხვედრაში აქამდე 25-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებს 19 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდათ. "ბლაუგრანას" მარტინესის მიერ განსჯილი მატჩების 76% მოგებული აქვს, რაც ამ არბიტრის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მე-2 ადგილზე 75%-ით "ბარსა ბ" მოდის. სანჩეს მარტინესმა "ბარსელონას" სასარგებლოდ 6 წითელი ბარათი აჩვენა და 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ 1 წითელი ბარათი (ლანგლე) და 5 თერთმეტმეტრიანი.
სანჩეს მარტინესის მონაწილეობით გამართული 18 დაპირისპირებიდან "სევილიამ" 9 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6 დათმო. 3 წითელი ბარათიდან და 4 თერთმეტმეტრიანიდან 1 წითელი და 3 თერთმეტმეტრიანი "სევილიას" სასარგებლოდ იყო.
მარტინესის მიერ ლა ლიგაში განსჯილი თამაშების 44% მასპინძელთა გამარჯვებით სრულდება, ხოლო 33% - სტუმართა მოგებით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]