ნიკო: გოგოებისთვის გუშინდელი დღე ისტორიული იყო
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ნიკო გონსალესი გუშინდელ "ელ კლასიკოზე", ევროპა ლიგასა და ლა ლიგაზე საუბრობს.
"კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება? ბარსელონაში, მატჩამდე მცირე ხნით ადრე ჩამოვედი. გუშინდელი დღე ისტორიული იყო როგორც გოგოების, ისე მთლიანად გუნდისთვის - ეს აჩვენებს, რატომაა "ბარსა" მეტი, ვიდრე კლუბი. ყველაფერი, რასაც "ბლაუგრანა" აკეთებს, ძვირფასია.
ევროპა ლიგა? ძალიან მოტივირებულნი ვართ. პირადად მე, ტიტულის მოგების შანსი არასდროს მქონია, შესაბამისად, ჩემთვის პირველ პროფესიონალურ სეზონში ამ ტურნირის მოგება, სპორტული კუთხით, საკუთარი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული მომენტი იქნება.
ლა ლიგა? საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ. რა თქმა უნდა, ილუზიების შექმნა არ გვინდა - ჩემპიონობა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. თუ კონკურენტებს ფეხი დაუცდებათ, შანსი მოგვეცემა.
- ციტირებს ნიკოს სიტყვებს Mundo Deportivo.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]