ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ქალების გუნდის მეტოქე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ქალების გუნდის მეტოქე ცნობილია

ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "ბარსელონას" მეტოქე ცნობილია. რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში "ვოლფსბურგმა" "არსენალი" საკუთარ კედლებში 2-0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 3-1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 23 ან 24 აპრილს ბარსელონაში გაიმართება, განმეორებითი კი 30 აპრილს ან პირველ მაისს ვოლფსბურგში.

"ბარსელონას" სურს, რომ ნახევარფინალური მატჩიც "კამპ ნოუზე" გაიმართოს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ 24 აპრილს "ბარსელონას" კაცების გუნდს "რაიოსთან" აქვს საშინაო შეხვედრა. ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

რაც შეეხება მეტოქეს: "ვოლფსბურგი" ქალების ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამ გუნდს ფინალში 5-ჯერ აქვს ნათამაშები, ტურნირი კი ორჯერ მოუგია.

ბოლო გუნდი, რომელმაც "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო, სწორედ "ვოლფსბურგია". ეს 2019 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც კორონავირუსის გამო ნახევარფინალები ერთ მატჩად ჩატარდა. გერმანელებმა ესპანელებს 1-0 სძლიეს. პირველად მაშინ გამოჩნდა, რომ "ბლაუგრანას" ქალებში უკვე ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავდა, მას შემდეგ კი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ნახევარფინალში ასევე გასულია ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი, "პარი სენ-ჟერმენი", რომლის მეტოქეც დღეს, "ლიონისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაში გაირკვევა. წინასწარი პროგნოზებით ყველაზე ლოგიკური ფინალი "ბარსელონა"-"პარი სენ-ჟერმენი" უნდა იყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 3 აპრილი 2022 12:37
    0
    მიდით გოგოებო ალეშიას თამაშობით!
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 აპრილი 2022 13:06
    0
    რანაირი.გუნდია აქვთ შანსი?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 აპრილი 2022 12:26
    0
    ახლა გასაგებია, მე მეგონა პსჟ გვიწევდა, ერთ დღეს რო ვითამაშეთ. იმედია ამათ დავიფრენთ, ბარსა გაძლიერებულია ესენი კი არც ისე.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #4 1 აპრილი 2022 10:32
    1
    აწევენ თასს წელსაც
    Culé [?]
    #3 1 აპრილი 2022 08:58
    1
    ვოლფსბურგს კარგი გუნდი ყავდა წელს არ ვიცი, თუმცა ჩვენი გოგონები ძაან მაგარ ფორმაში არიან და ზედიზედ მეორედ აღმართავენ ლიგის თასს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 აპრილი 2022 00:21
    1
    ვიცოდი, რომ ვოლსბურგი იქნებოდა მეტოქე. მეორე წყვილიდან ლიონი უგებს იუვეს 2:0, პირველი თამაში იუვემ მოიგო 2:1
    1/2 ფინალი: ბარსა-ვოლსბურგი
    --- ლიონი-პსჟ

    ციტატა: ROUCH
    პსჟში ბარსას ყოფილი ათიანია. ისე ლიონი ადუღებდა ხოლმე ყველას და ასე დასუსტდა რო პსჟ არი ფავორიტი?

    შარშან პსჟ-მ გააგდო ლიონი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 მარტი 2022 23:16
    1
    პსჟში ბარსას ყოფილი ათიანია. ისე ლიონი ადუღებდა ხოლმე ყველას და ასე დასუსტდა რო პსჟ არი ფავორიტი?