ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, "სევილიასთან" 1-0 მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრობს:
ბევრჯერ ვთქვი, რომ პედრი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია - მას პასების გაკეთება, შანსების შექმნა და მატჩის ბედის გადაწყვეტა შესანიშნავად შეუძლია. გონსალესმა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა, სრულყოფილი შეხვედრა ჩაატარა - ჩემი შეგირდების პერფორმანსით კმაყოფილი ვარ.
"სევილიამ" ძალიან კარგად ითამაშა - საუბარი დიდ კლუბზე გვაქვს, გამოცდილი მწვრთნელით. ანდალუსიელები გოლებს მარტივად არ უშვებენ. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა.
პედრისნაირმა ფეხბურთელმა სეზონში კიდევ უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს - ამაზე ვმუშაობთ.
ესპანეთის ჩემპიონობის შანსები? მთავარი მიზანი, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა. ახლა ლა ლიგაში მე-2 ადგილზე ვართ და დიდი ბრძოლა გვიწევს.
თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. საუკეთესო ფორმაში ვართ.
დღევანდელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო - ეს გუნდის მენტალიტეტსა და თავდაჯერებულობას ზრდის.
პედრი სუპერ ფეხბურთელია. დღეს მან ექსტრაორდინალური გოლი გაიტანა - ამ მომენტს სიტყვებით ვერ აღვწერ. გონსალესს დროისა და სივრცის კონტროლის განსაკუთრებული უნარი აქვს. მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა.
პედრის გამო გაკვირვებული არ ვარ, რადგან, ვარჯიშებზე, ყოველდღე ვხედავ, როგორ პროგრესირებს და როგორ აკონტროლებს ბურთს ორივე ფეხით. ის შეუდარებელია.
პედრის კარში დარტყმისკენ მოვუწოდებთ, რადგან გოლების გატანა შეუძლია, მაგრამ, მას თავში პასის გაკეთება უტრიალებს, რაც მეც მჭირდა. დღეს კი მან შესანიშნავი გოლი შეაგდო. ბევრი ფეხბურთელი არაა ისეთი, რომელსაც თამაში პედრის მსგავსად ესმის.
დღეს გულშემატკივრებისგან მიღებული სტიმული ბრწყინვალე იყო - მათი წყალობით ცას ვწვდებოდით. ქომაგებთან კარგი ჰარმონია სუფევდა.
მეტოქე, 2 მცველითა და საყრდენით, ზონებს კარგად იცავდა. "სევილია" ლა ლიგაში საუკეთესო დაცვითი გუნდია. ვფიქრობ, ამ სეზონში, ლოპეტეგის გუნდმა მხოლოდ 20 გოლი გაუშვა - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა, მათ ვაჯობეთ.
ეს მოდელი, იდეა და თამაშის სტილი გვაქვს - სწორედ ამაზე ვმუშაობთ. მატჩი უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო.
პოზიტიური ადამიანი ვარ. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმის გაღებას ცდილობს. ახლა საუკეთესო პერიოდი გვიდგას.
რამდენიმე მოთამაშის სათადარიგოთა სკამზე დატოვებით დამწუხრებული ვარ.
ლოპეტეგის სიტყვებს პატივს ვცემ, მაგრამ ევროპაში საუკეთესო კლუბი არ ვართ. კარგად ვთამაშობთ და შედეგებიც გვაქვს, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე არ ვიმყოფებით - დღეს ჩვენი რეალობა განსხვავებულია.
გუშინ დასკვნით ფაზაში მოქმედებაში ვივარჯიშეთ და, საბოლოოდ, დღევანდელი მატჩის ბედი დემბელეს პასმა და პედრის დარტყმამ გადაწყვიტა.
მანამ, სანამ თეორიული შანსი არსებობს, ლა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ.
დღეს "სევილიას" ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით. საპირისპიროდ, თავად ბევრი შანსი მივიღეთ. პირდაპირი კონკურენტი დავამარცხეთ.
პედრი უკვე ლიდერია. მოედანზე ბევრი ლიდერი გვყავს, მაგალითად, პიკე, ბუსკეტსი, ალბა, ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო... გონსალესს მუდამ ბურთის ქონა სურს - სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ის ინიესტას მაგონებს.
ეს მატჩი, თითქმის, 6-ქულიანი იყო. ამასთან, მეტოქეს ბურთების შეფარდებითაც ვაჯობეთ. მხოლოდ 1 შანსი გამოვიყენეთ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო.
მაღლა აწეული სტილი ვარჩიეთ და ძალიან გავრისკეთ, მაგრამ, კარგი თავდაცვა მნიშვნელოვანი იყო. თუ ყველა კარგად იმოქმედებს, მეტოქეს ბურთი ვერ ექნება.
ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ და ვნახოთ, კონკურენტები რას იზამენ. კარგად ვთამაშობთ და შედეგები გვაქვს, მაგრამ, არაფერი მოგვიგია, ამიტომ, მოდუნების უფლება არ გვაქვს. ჩვენ "ბარსა" ვართ და მუშაობა უნდა განვაგრძოთ.
მსაჯების კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება. მათზე საუბარი არ მიყვარს. ვფიქრობ, ლაპარაკი სწორედ მსაჯებს უნდა უწევდეთ და, საკუთარი გადაწყვეტილებების ასახსნელად, პრესკონფერენციებს მართავდნენ.
ლა ლიგა რომც ვერ მოვიგოთ, "რეალზე" ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. როცა საკუთარ თავზე დამოკიდებული არ ხარ, იძულებული ხარ, თვალი მეტოქეს ადევნო, შესაბამისად, გუშინ "რეალისა" და "სელტას" თამაშს ვუყურეთ - მადრიდელებს თამაში რთულ სტადიონზე უწევდათ, მაგრამ, მოიგეს. მათ ზედმეტი პრობლემები არ სჭირდებოდათ.
ისე ჩანდა, თითქოს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი. ზოგჯერ, მომენტების დასრულება გვიჭირს.
მსაჯი უნდა აცნობიერებდეს, რომ თავად არ თამაშობს და არ უნდა ბრაზდებოდეს. თავისივე პროფესიიდან გამომდინარე, ის მშვიდი უნდა იყოს.
ყვითელი ბარათი? ამბიციური ადამიანი ვარ, გაფრთხილება სწორედ ამიტომ მივიღე.
გოლი უფრო ადრე რომ გაგვეტანა, მეტოქის კარს კიდევ რამდენჯერმე დავლაშქრავდით.
ისეთი გუნდები დავამარცხეთ, როგორებიც "რეალი", "ატლეტიკო", "ვილიარეალი", "სევილია" და "ნაპოლი" არიან.
მივხვდი, რომ დე იონგისა და პედრი პოზიციების შეცვლა, ტაქტიკური კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს ცენტრში 3 ფეხბურთელის ყოლა გადამწყვეტი არ იყო. ფრენკი და პედრი ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ - განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ეს უკანასკნელი ხაზებს შორის უკეთესია. თუმცა, დღეს ყველაფერს ფლანგებმა გადაწყვიტა.
"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" დღევანდელი მატჩი პედრი გონსალესის ბრწყინვალე გოლი მოიგეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]