ქალების თამაშის ბილეთები ისევ ძალიან სწრაფად იყიდება

ქალების თამაშის ბილეთები ისევ ძალიან სწრაფად იყიდება

ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონასა" და "ვოლფსბურგს" შორის გასამართი დაპირისპირებისთვის ბილეთის შოვნა დიდი პრობლემაა.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თამაში "კამპ ნოუზე" ჩატარდება კლუბის წევრებს ბილეთების დაჯავშნის უფლებაც მიეცათ. პირველივე დღეს 50 ათასი ბილეთი დაიჯავშნა, დღეს დილით კი ბილეთების ღია გაყიდვა დაიწყო.

TV3-ის ინფორმაციით ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეძენის დაახლოებით 130 ათასი მსურველი დაფიქსირდა, ბილეთი კი 50 ათასზე ნაკლებია. ამჟამად ბილეთების გაყიდვიდან 3 საათიც კი არაა გასული, მაგრამ ჩანს, რომ ოფიციალურ საიტზე შეძენის სურვილი უკვე 150 ათასზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა, ამას ემატება "კამპ ნოუს" სალაროებში გაყიდული ბილეთები.

ოფიციალური ინფორმაცია, არის თუ არა გასაყიდი ბილეთები დარჩენილი, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 5 აპრილი 2022 18:52
    0
    ხომ არ იცით გოგოების თამაშზე ბილეთები საიდან სადამდე მერყეობს ფასები ?
    Culé [?]
    #4 5 აპრილი 2022 17:26
    0
    მეც შევიძინე ამიხდა ოცნება და პუტელიასს ავტოგრაფთან ერთად კოცნაც უნდა დავსტყუო🥰😘
    Culé [?]
    #3 5 აპრილი 2022 15:50
    0
    დღეს ბედნიერი ვარ, რათა ბარსას ქალთა, თუ კაცთა გუნდები "ვერტექსის" უმაღლეს წერტილის სათავეშია!!!
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #2 5 აპრილი 2022 15:01
    5
    heart_eyes აბა თქვენ იცით, ქალებმაც და კაცებმაც გერმენელებს სააღდგომო წირვა უნდა გამოუყვანოთ! ::დდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 აპრილი 2022 13:52
    8
    ისევ ესენი თუ ამოქაჩავენ ბარსელონას ბიუჯეტს. სანამ კაცები გუნდს აშენებენ.