"ბარსელონა" - "ესპანიოლი". გვარდიოლა მატჩის წინ

"ბარსელონა" - "ესპანიოლი". გვარდიოლა მატჩის წინ

 პეპ გვარდიოლა არ ფიქრობს დღევანდელი მატჩის შესახებ და სრულიად ხვალინდელ კატალონიურ დერბიზეა გადართული. მისი თქმით, "ბარსელონა" ხვალ ფაქტიურად გაინაღდებს "ლა ლიგის" ტიტულს.

 კვირის მატჩი შესაძოა "ბარსელონას" ამ სეზონის პირველი ტიტულის მომტანი გახდეს. ამისთვის საჭიროა, მადრიდის "რეალმა" "სანჩეს პისხუანზე" ქულები დაკარგოს "სევილიასთან" მატჩში. გვარდიოლას აზრით, ამ შემთხვევაში მისი გუნდისთვის არც ფრე იქნებოდა ურიგო შედეგი, მაგრამ აპირებს, რომ მისი გუნდი მინდორზე მოსაგებად გაიყვანოს და მაქსიმალურად მიუახლოვდეს "ლა ლიგის" ტურნირს, რომელიც მისთვის ჯერჯერობით არავის არ წაურთმევია.

 გვარდიოლა ასევე დარწმუნებულია, რომ დღეს მადრიდის "რეალი" გამარჯვებას მიახერხებს და მისი თქმით, "ბარსელონა" მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს, რადგან შვიდ დღეში მის გუნდს სამი მატჩის გამართვა მოუწევს "ესპანიოლის", "ლევანტესა" და "დეპორტივოს" წინააღმდეგ.

 მაქსიმალური კონცეტრაცია
 "ფეხბურთელებმა იციან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დასანანი გაგვიხდება, თუ ოდნავაც კი მოვეშვებით და ამ მატჩის მნიშვნელობას დავივიწყებთ. დარწმუნებული ვარ, დარჩენილ თამაშებს წარმატებით დავასრულებთ. ძალების დაზოგვას არც ერთი ფეხბურთელი არ შეეცდება. ჯერ ყველაფერი წინაა."

 "ესპანიოლი" რთული მეტოქეა
 "ნოუ კამპი" ქალაქის ორ გუნდს მასპინძლობს და პეპი დარწმუნებულია, რომ პოჩეტინიოს გუნდი ადვილად არაფერს დათმობს: "მატჩი ძალიან დაძაბული და რთული იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დავამარცხეთ."

 ბოიანი
 კრკიჩმა გუშინ და დღეს გუნდთან ერთად ევარჯიშა. გვარდიოლამ ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ამბავია - ბოიანმა ტრავმა მოიშუშა."

 "რეალი" წარსულს ჩაბარდა
 პეპმა ასევე განაცხადა, რომ "კლასიკოების" პერიოდი უკვე დასრულდა და იგი აღარ აპირებს წარსულის გახსენებას, რადგან მხოლოდ აწმყოსა და მომავალზე ფიქრობს: "მადრიდის "რეალი" ჩვენთვის არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ამ სეზონში. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ დაისაჯა სამართლიანად და ვინ არა. ამას შესაბამისი ორგანოები მიხედავენ."

 მიმართვა ფანებს
 "ბარსელონას" გულშემატკივრები უკვე ემზადებიან მათი გუნდის წარმატებების შესაბამისად აღსანიშნავად. გვარდიოლამ მათ წესრიგის ბოლომდე შენარჩუნება თხოვა: "ამ გამოსვლების მიზანი გართობა და სიამოვნების მიღებაა. ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში და არ უნდა გაცდეს ადამიანურ საზღვრებს. თითოეულ ფანს ვთხოვ არ აჰყვეს ემოციებს და შეინარჩუნოს სიმშვიდე."
 გვარდიოლამ ასევე სამძიმარი გამოუცხადა სევე ბალესტეროს ოჯახს: "ეს იყო ესპანეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუეკთესო სპორტსმენი. მინდა მივუსამძმრო მის ოჯახს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.