დღეს ლა ლიგას დავემშვიდობეთ - ჩავი ერნანდესი კადისთან მატჩის შემდეგ

დღეს ლა ლიგას დავემშვიდობეთ - ჩავი ერნანდესი კადისთან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "კადისთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

ჩვენ მორიგი ფინალი წავაგეთ, წინ კიდევ შვიდი თამაშია დარჩენილი და მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეთ.
მათ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშეს.
სამი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი შანსები შევქმენით, თუმცა ისინი ვერ გამოვიყენეთ. 
ჩვენ თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, უნდა გავაანალიზოთ, რას ვაკეთებთ არასწორად და უარყოფითი დინამიკა, რაც შეიძლება, მალე შევცვალოთ. რა თქმა უნდა, პედრისა და არაუხოს მსგავსი ფეხბურთელების დანაკლისი შესამჩნევია, მაგრამ ეს გასამართლებელი მიზეზი არაა.
სირცხვილია, რომ კარს უკან მყოფი გულშემატკივრები სტადიონზე არ მოვიდნენ, ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდებოდა. 
მე გაბრაზებული ვარ, რადგან კარგად არ გვითამაშია. თავმდაბლები უნდა ვიყოთ, რადგან ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გვსურს, თამაში უნდა გამოვასწოროთ. როდესაც "ბერნაბეუზე" 4-0 იგებ, ლოგიკურია იმის თქმა, რომ "ბარსა" დაბრუნდა, მაგრამ გეუბნებით, რომ ჩვენ უპატიებელი შეცდომები დავუშვით. უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა ვიყოთ.
ჩვენ "რეალ სოსიედადთან" შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ და დღეს არმყოფი ფეხბურთელები დავიბრუნოთ. 
ბოლო 2-3 თამაში კარგი არ გამოდგა. ჩვენ უფრო მეტი რწმენითა და მონდომებით უნდა ვითამაშოთ, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. დღეს რთული მატჩი გამოვიდა, საკუთარი თავები უნდა გავაკრიტიკოთ. წინ "სოსიედადთან" თამაში გველის და უნდა მოვუმატოთ.
საკუთარ თავს ყველაზე მეტად პასუხისმგებელ პირად მივიჩნევ და ფეხბურთელებს დაველაპარაკები.
ბილეთებთან დაკავშირებული სკანდალი? ლაპორტამ უკვე ამიხსნა, რა მოხდა ხუთშაბათს. მას ურჩევნია, ეს საჯაროდ განაცხადოს.
ჩვენ ცუდ სიტუაციაში არ ვართ, გუნდმა ნოემბრის შემდეგ მოუმატა, თუმცა განვითარება უნდა განვაგრძოთ
მსოფლიოში თითქმის არავინ ქმნის იმდენ შანსს, რამდენსაც დემბელე, მაგრამ კარის წინ ან პასის გაკეთებისას სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო.
დღეს ლა ლიგას დავემშვიდობეთ. ყველა თამაში ფინალია, ჩვენ კი ისე ვერ ვითამაშეთ, თითქოს ეს ასე იყო. 
ფეხბურთელები გაბრაზებულები არიან. მე ისინი გავამხნევე და ვუთხარი, რომ ხუთშაბათს უკეთესები უნდა იყვნენ. ეს თამაში უნდა მოვიგოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 19 აპრილი 2022 15:03
    0
    ციტატა: VanillaSoul
    ციტატა: კარლეს პუიოლი
    ჯერ ერთი გარსია დაბალია ძაან მცველისთვის თავით ნოლია)

    რანაირადაა 1.82 დაბალი მომკალით და ვერ ვხვდები. რამოსი 184-ია სიმაღლეში, კუნდე 178-ია ვაბშე, პუიოლი 178-ია და რავიცი კიდე რამდენი დაბალი მცველი იყო და გარსია დაბალი ნამდვილად არაა.

    მასკერანი 174 იყო.
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #19 19 აპრილი 2022 13:50
    0
    წაი სახლშიი...გაიყოლე აფერისტი ლაპორტა და ინტრიგანი პიკე.
    Culé [?]
    #18 19 აპრილი 2022 09:47
    0
    VanillaSoul,
    კარლოსი ვაფშე 1.72ც არ იყო.

    კარლეს პუიოლი,
    და თავდასხმაში კიდო მაზილა ფერნადი.
    Culé [?]
    #17 19 აპრილი 2022 08:24
    8
    მაესტრო შენ შენს საქმეს იდეალურად აკეთებ , რა შენი ბრალია არაფრის ტრა.ი რომ აღარ აქვთ, რამოდენიმე თამაში ითამაშეს და დაიხოცნენ აწი რისი მომგებები არიან, შენი მოზანიც ეგ იყო წელს ლიგის ზონაშიდასრულება თუმცა ყველას ილუზია გაგვიჩინე რომ ტიტულსაც შეწვდებოდი, არაუშავს მთავარია სწორი ხალხი მოითხოვო და მოაყვანინო ასევე სწორი ხალხი გაუშვა და გაისად თავიდანვე შედეგი დაიდოს. ვისკა ბარსა ! მე მჯერა შენი.
    VanillaSoul
    სტუმარი [?]
    #16 19 აპრილი 2022 04:50
    1
    ციტატა: კარლეს პუიოლი
    ჯერ ერთი გარსია დაბალია ძაან მცველისთვის თავით ნოლია)

    რანაირადაა 1.82 დაბალი მომკალით და ვერ ვხვდები. რამოსი 184-ია სიმაღლეში, კუნდე 178-ია ვაბშე, პუიოლი 178-ია და რავიცი კიდე რამდენი დაბალი მცველი იყო და გარსია დაბალი ნამდვილად არაა.
    ფანი [?]
    #15 19 აპრილი 2022 04:48
    1
    ციტატა: S.t.a.l.k.e.r.
    ციტატა: P.U.Y.O.L
    ციტატა: S.t.a.l.k.e.r.
    ციტატა: P.U.Y.O.L
    ფორმიდან ამოვარდა სასტავი სანაკრებო პაუზის მერე გუნდს ვერ ვცნობ ,კი გაასწორა ლუკ დე იონგმა რომ მოგვაგებინა წინაზე მარა ისე არ უნდა ითამაშო ვიღაც ჟირაფი გაგებინებდეს,თუმცა მარტო ფორმაზეც არაა პიკეს დანაკლისი აშკარად დაეტყოთ ,იმედია ლენგლე-უმტიტის სახელები მომავალწელს აღარ იქნება ბარსასთან დაკავშირებული და ეს აფერისტი ლაპორტაც არ გვაბოლებს რომ ტოპ ფორვარდს მოიყვანს და მომავალ წელსაც დეპაი- აუბაზე არ გადაგვატარებს ფაქტია მომენტების რეალიზირება ჭირს და პირველი გოლის გატანა.

    დეპაიზე და ობამეიანგზე ასე რომ ლაპარაკობ გეტყობა ბარსას თამაშის გარდა არაფერს უყურებ ორივე ეროვნული ნაკრების ლიდერები არიან ობამეიანგი ბოლობოლო ბუნდესლიგის ბომბარდირი იყო როცა ლევანდოვსკის ბავარია ქვას ქვაზე არ ტოვებდა

    დეპაიმ გერმანიასთან თამაში ვნახე და მაგარი ცუდად ითამაშა და აუბა სულ არ ყოფილა ნაკრებში გაძახებული თან რანაკრები მაგას ყავს ზანზიბარელია მემგონი და ეგ ისეთ ყ$ეობებს აკეთებდა არსენალში მაგარი მიკვირს ეხლა რასაც თამაშობს თან ასაკშია ეგრე დემბელეც მაგარი იყო დორტმუნდში და რაც გადმოვიდა ბარსაში იმის მერე რაღაცას დახატავს და მერე თითონვე აფუჭებს.მესმის შენც კულე ხარ და ალბათ მოგწონს ორივე ფეხბურთელი მარა დღეს ალბათ ნახე დეპაიმ რაც აკეთა და ფრანკფურტთან აუბამ.ორივე სათადარიგოთა ფეხბურთელად უნდა გვყავდეს და კაი ტოპ ფორვარდი კიდე თამაშობდეს.

    მაგაში გეთანხმები საჭირო დროს ვერ გაიტანეს მაგრამ სხვებიც ხომ აფუჭებენ თუ გინდა შეგახსენებ მესიმ ჩელსისთან რომ პენალტი გააფუჭა ამაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო თან მაგრამ ის მატჩი არის ჩემთვის მესის კარიერაში ერთი უბრალო შავი ლაქა რომელსაც არც კი ვაქცევ ყურადღებას არც დემბელეს და სუარესი ალბას გაფუჭებულ მომენტებს ლივერპულთან რადგან რომც გაეტანეს შეიძლებოდა მაინც წააგებდნენ ამ თამაშებს

    ერთსაც დავამატებ თუ შეიძლება ერთმა ლეგენდამ თქვა მოაშორეთ ფეხბურთს ტოტალიზატორი და მაშინ ნახავთ ნამდვილ ფეხბურთსო მარადონამ სწორედ რომ ეს ახსნა ფინანსური სარგებელი უნდა იყოს მარტო მოგებებით და ფრეებითოსხვა არანაირი შემოსაბალი არ უნდა იყოსო ფულის კეთების მაქინაციაზე თქვა
    ამან დაღოპა ჩვენი ბარსაც ფულის კეთებაზე გადავიდა ეს გუნდიც და ამიტომ ჰკიდიოდა ყ..რთომეუს ტიტულები 5 წელში ერთი ტრებლი მოიგო გუნდმა და ამ ტრებლიდან 2 წელში დედა უტირეს გუნდს

    100%👌👌
    Culé [?]
    #14 19 აპრილი 2022 03:59

    #13 19 აპრილი 2022 03:15

    აქ რომ კომენტარებს ვკითხულობ და კიდევ ჰალამადრიდის წევრებს რომ დასცინიან
    აქ ბევრმა არ იცის ფანობა და გუნდის სიყვარული მე ბათუმელი ვარ და ბათუმის დინამოს მაშინაც ვქომაგობდი როცა ლიგიდან დაქვეითდა და ახლა ვუყურებ როგორ ვითარდება გუნდი კაპიკებიდან იგივე ჭირს ბარსას ახალად შენდება გუნდი და უნდა უქომაგო და არა ვითომ ფილოსოფოსობთ
    Culé [?]
    #12 19 აპრილი 2022 02:32
    2
    რეალი-ჩელსი და ბარსელონა-აინტრახტი...
    სევილია-რეალი და ბარსელონა-კადისი...
    ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გავაკეთოთ ამ 4 მატჩის ძალიან მოკლე ანალიზი.
    ბარსელონა ახალგაზრდებით სავსეა, რეალი კიდევ ძველი თაობაა.
    ოთხივე მატჩში რელიც და ბარსელონაც აგებდა თამაშს.
    ყველამ ვნახეთ რა ქნა რეალმა და რა ქნა ბარსელონამ.
    არ ვლაპარაკობ იმაზე, რომელ გუნდში რანაირი და რამდენი ვარსკვლავი თამაშობს.
    კი ბატონო რეალს უფრო გამოცდილი გუნდი ყავს ბარსას ახალგაზრდებთან შედარებით, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც გაცილებით ძლიერი გუნდები ჰყავდა.
    მე მინდა ხაზი გაუსვა დასახულ მიზანს, ბრძოლისუნარიანობას და შემართებას. ბოლომდე თავის არ დაზოგვას და შეუპოვრობას.
    ამ მაჩვენებლებით რეალი ნამდვილად უკეთესი იყი ბარსაზე.
    მაგრამ როგორც კი ბარსას ახალგაზრდებმა ეს ასპექტები ყველაფერზე წინ დააყენეს და მიზნად დაისახეს გამარჯვება, რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ბარსამ მოუგო რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე 0-4.
    კურტუამ თქვა შემთხვევითი იყოო, მაგრამ ეს არ იყო შემთხევითი.
    ბარსა გამოვიდა მინდორზე დასახული მიზნით, შემართებით და 95 წუთის განმავლობაში ბურთი დაუმალა რეალს.
    ვერც აინტრახტთან და ვერც დღეს ჩვენ ეს ვერ დავინახეთ, და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
    შეცდომების გამოასწორება კი არა, თავდაუზოგავი შრომა და თავის გადადება სჭირდებათ, თუ უნდათ ტოპ კლუბის სტატუსი დაიბრუნონ და ბარსას ავტორიტეტი აამაღლონ.
    ეს თუ არ გააცნობიერა კლუბის ყველა წევრმა, პრეზიდენტიდან - მასაჟისტამდე, შედეგს ვერ მივიღებთ.
    დიდი ფულების მოთხოვნის მაგივრად თავდაუზოგავი შრომა და შრომაა საჭირო, თორემ კლუბი დაღუპვის პირზეა. უზარმაზარი ფინანსური ვალების გარდა, იმასაც ვეღირსეთ რომ ხელმძღანელები და სიოსები, ბილეთებს ყიდიან მოწინააღმდეგეს და მსოფლიოს მაშტაბით სასაცილოს ხდიან ამხელა ტრადიციების და ავტორიტეტის მქონე კლუბს.
    საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" არ არის არც ლაპორტას, არც ფეხბურთელების და არც სიოსების საკუთრება. ეს კლუბი 125 წლის განმავლობაში ბევრი თაობის წარმომადგენლების ნაშენებია და აბსოლუტურად არავის არა აქვს მისი დანგრევის და მისი დიდებული ტრადიციების შეურაცყოფის უფლება.
    ერთი და ორი მატჩის და ტურნირის წაგებაში არ არის საქმე, ფეხბურთი სპორტია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საქმე იმაშია, რომ ყველა ნაძირალა, ვინც მოინდომებს ბარსას შეურაცხყოფას, უნდა იყოს გაძევებული გუნდიდან და დასჯილი. რაც ჯერ ჯერობით არ ხდება.
    ჯანდაბას, როგორც იქნება დამთავრდება ეს წელი.
    ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა მთავარი არ არის. იქ ვიყავით და სირცხვილნაჭამი გამოგვამსევრეს იქედენ, ასე შეიძლება მომავალშიც მოხდეს. მთავარია კლუბის ყველა წევრი რა დასკვნას გააკეთებს და რა შრომას ჩადებს სიტუაციის გამოსასწორებლად.
    ფანი [?]
    #11 19 აპრილი 2022 02:03
    0
    დღეს თამაშს ვერ ვუყურე. თან მწყინს თან მიხარია. ეს კადისი უნდა გავარდეს ყველა ვარიანტში ამაზე საშინელი გუნდი არ არის ლალიგაში. დიდა ლევანტეც არ მეხატება გულზე, მაგრამ ამათთან შედარებით კაი გუნდია. ანუ რა სიამოვნებას ნახულობენ ასეთი ტაქტიკის ფანები ვერ ვხდები, მთელი თამაში უნდა ინერვიულო არ გაგივიდეს თან ბურთი შენ არ გაქ
    რაც პირადად ჩემთვის საშინელებაა და პლიუს უნდა ილოცო რომ მატჩის ბოლოს რამე მომენტი შეგექმნას ან მეტოქემ მიქაროს
    --------------------
    •Barca forever•
    კარლეს პუიოლი
    სტუმარი [?]
    #10 19 აპრილი 2022 01:49
    0
    ციტატა: ROUCH
    ციტატა: frenkie dejong21
    აი დაახლოებით 5 წელია ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში გვაქ თუ მეტი არა
    და ამდენი ხნის განმავლობაში ამხელა გუნდა ეს პრობლემა ვერ აღმოფრქვა
    ჯერ მარტო ლენგლეს სამი წელია ვუყურებთ ტიპი სამი წელია გუნდში არ მჯერა იმენა 😀
    და ლაპორტას კიდე ალბას შემცვლელში 25 მილიონი გადახდა არ უნდა
    ესეიგი დაცვას არაფრად აგდებენ არადა ყველაზე დიდი პრობლემა მანდ გვაქ უკვე რამდენი წელია 🤷🏻‍♂️

    კი ბაზარი არა მაგრამ გოლის გამტანიც უეჭველი გვინდა გაგვიტანა ამ კადისმა მაშ 2 როგორ ვერ უნდა დაგვეცეცხლებინა. გაუვალი დაცვა და მეკარე როდის გვყავდა რო. უბრალოდ 1რო გვიტანდნენ 100 გაგვქონდა უმეტეს შემთხვევაში

    რაც გოლის მომენტში მოხდა ის არ იარსებებდა პიკე არაუხოს შემთხვევაში ჯერ ერთი გარსია დაბალია ძაან მცველისთვის თავით ნოლია)პიკეს კლასი აქ ისეთი რო ლანგლე-გარსიასირო გადაამრავლო ახლოს ვერ მივლენ და არაუხოს ჟინი და მონდომება აქ ისეთ რო ამათსავით არ იდგებოდა წაიღებდა ტიპებს ბურთიანად
    Culé [?]
    #9 19 აპრილი 2022 01:48
    2
    შენ ფინალი მაშინ წააგე, გვარდიოლას გამოკლიზმულ ფეხბურთელებზე ბარსელონას მომავალი რო დაგვიგეგმე, მაგრამ არაუშავს, შენც ბევრი გქონდა სასწავლი ამ სეზონში და გაგებით ვეკიდებით...
    ფანი [?]
    #8 19 აპრილი 2022 01:45
    2
    გაბრაზებული ვარო? ჩვენ გვკითხე როგორი გაბრაზებულები ვართ, ხედავ დეპაის თამაში არ მისდის მაინც უყურებ, გავის სული ამოსძვრა შე დალოცვილო შეცვალე რა, ბოლოს მინგესას გამოყვანა რა იყო? მე-60 წუთამდე ცვლილებებს ვინ გიკრძალავს. დაცვა გასაგებია მაგრამ თავდასხმა ხო რას ამბობ ბდღვნის ყველაფერს და გოლებს გოლებზე იტანს. ფრენკისაც რწმენას უკარგავს, წინა თამაშში ბოლოს გამოიყვანა,ეხლა გავი დატოვა ენაგადმოგდებული ბავშვი და ფრენკი გაიყვანა. კაროჩე რა, წრეზე ვტრიალებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 აპრილი 2022 01:44
    2
    ანსუმ უნდა გაგვიყვანოს ლიგაზე, ძაან კაი გუნდი ვართ, უბრალოდ შემტევ ხაზში შემქმნელი არ გვყავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 აპრილი 2022 01:40
    2
    ციტატა: frenkie dejong21
    აი დაახლოებით 5 წელია ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში გვაქ თუ მეტი არა
    და ამდენი ხნის განმავლობაში ამხელა გუნდა ეს პრობლემა ვერ აღმოფრქვა
    ჯერ მარტო ლენგლეს სამი წელია ვუყურებთ ტიპი სამი წელია გუნდში არ მჯერა იმენა 😀
    და ლაპორტას კიდე ალბას შემცვლელში 25 მილიონი გადახდა არ უნდა
    ესეიგი დაცვას არაფრად აგდებენ არადა ყველაზე დიდი პრობლემა მანდ გვაქ უკვე რამდენი წელია 🤷🏻‍♂️

    კი ბაზარი არა მაგრამ გოლის გამტანიც უეჭველი გვინდა გაგვიტანა ამ კადისმა მაშ 2 როგორ ვერ უნდა დაგვეცეცხლებინა. გაუვალი დაცვა და მეკარე როდის გვყავდა რო. უბრალოდ 1რო გვიტანდნენ 100 გაგვქონდა უმეტეს შემთხვევაში
    R.Gaucho
    სტუმარი [?]
    #5 19 აპრილი 2022 01:37
    8
    ყველაფერი ყველაფერი მაგრამ შტეგომ დღეს აჩვენა რო ჰაი კლასის მეკარეა და ფორმაში შესვლა სჭირდება რაა. ერთი ეგ მაწყნარებს და კიდე ყველამ როვიცით wink
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 აპრილი 2022 01:37
    2
    ცვლილებები მაესტრო ცვლილებები, ძაან დააგვიანე. ჩემი აზრით დეპაი გასახდელშივე იყო ჩასახსნელი თუ მაშინვე არა გოლის მერე უეჭველი. სანამ ბურთს ცენტრში მოიტანდნენ თამაშის გასაახლებლა მოედანზე აღარ უნდა ყოფილიყო
    კარლეს პუიოლი
    სტუმარი [?]
    #3 19 აპრილი 2022 01:33
    1
    არც შეუძლია რო თქვას ორი ცენტრალური მცველი მყავდა ერთი გარსია და მეორე ლანგლე რასმთხოვთო
    Culé [?]
    #2 19 აპრილი 2022 01:32
    1
    აი დაახლოებით 5 წელია ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში გვაქ თუ მეტი არა
    და ამდენი ხნის განმავლობაში ამხელა გუნდა ეს პრობლემა ვერ აღმოფრქვა
    ჯერ მარტო ლენგლეს სამი წელია ვუყურებთ ტიპი სამი წელია გუნდში არ მჯერა იმენა 😀
    და ლაპორტას კიდე ალბას შემცვლელში 25 მილიონი გადახდა არ უნდა
    ესეიგი დაცვას არაფრად აგდებენ არადა ყველაზე დიდი პრობლემა მანდ გვაქ უკვე რამდენი წელია 🤷🏻‍♂️
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 19 აპრილი 2022 01:31
    1
    ჩავი მეცოდება, ამ დაცვის ხელში ჩიხურაც გაუტანდათ🤣