ბარსელონამ რობერტოს ახალი კონტრაქტის პირობები გააცნო

ბარსელონამ რობერტოს ახალი კონტრაქტის პირობები გააცნო

დღეს "ბარსელონასა" და სერჟი რობერტოს აგენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტებს შეთავაზება გაუკეთა.

Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსა" რობერტოს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. მთავარი ამბავი კი ისაა, რომ ფეხბურთელს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით "ბლაუგრანას" 30 წლის უნივერსალის შენარჩუნება უნდა, რისი მიზეზიც ჩავი ერნანდესის სურვილია.

დარჩენა უნდა რობერტოსაც, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, რადგან მას სხვა კლუბებისგან შეთავაზებები აქვს.

რობერტოსა და "ბარსელონას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, სერჟი "ბარსას" უფასოდ დატოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 აპრილი 2022 17:03
    1
    მეც მგონია ვერ შეთანხმდებიან, ნამეტანი გაზულუქებული ჩანს ჩვენი "უნივერსალი". სანამ დროა მოძებნოს გუნდი იმედია იპოვის.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #4 21 აპრილი 2022 07:12
    0
    ერთი წლით ახანგრძლივებს რომ გაყიდონ
    SHOTADEPAY9
    სტუმარი [?]
    #3 20 აპრილი 2022 23:07
    1
    წასვლის დროა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 აპრილი 2022 23:01
    0
    ატლეტიკო და კატლეტიკო შემდეგი რიგში სევილიაა გასვლაზე ლევანტესთან
    Culé [?]
    #1 20 აპრილი 2022 22:15
    2
    out