მირალემ პიანიჩს მსურველი გამოუჩნდა
მოახლოებულ ზაფხულში "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მირალემ პიანიჩის გუნდიდან გაშვება იქნება.
ბოსნიელი ნახევარმცველი იმ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის შედის, რომლებმაც "ბარსაში" ვერ გაამართლეს, რის გამოც მათი გაყიდვა რთულია. "ბლაუგრანა" მზადაა, ამჟამად "ბეშიქთაშში" იჯარით მოთამაშე 32 წლის შუახაზელი უფასოდ გაუშვას, იდეალურ ვარიანტში კი გაყიდოს. "ბარსა" უფასოდ გაშვებაზე იმიტომაა თანახმა, რომ სახელფასო ფონდი გამოითავისუფლოს.
გასულ ზაფხულში პიანიჩი "იუვენტუსში" დაბრუნებასთან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერს ხელი სწორედ მისმა მაღალმა ხელფასმა შეუშალა.
ცნობილია, რომ ბოსნიელი ჩავის გეგმებში არ შედის, სამაგიეროდ, თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, შედის "ინტერის" სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას გეგმებში.
მაროტას პიანიჩი ძალიან მოსწონს. სწორედ ამ სპორტული დირექტორის "იუვენტუსში" მუშაობის დროს გადავიდა მირალემი "რომადან" ტურინულ გუნდში. მილანელები არტურო ვიდალის შემცვლელს ეძებენ და თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, მათი სამიზნე სწორედ პიანიჩია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]