რობერტ ლევანდოვსკი: ალბათ, ბაიერნში ბოლო მატჩი ჩავატარე
"ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნე, რობერტ ლევანდოვსკი, "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ, საინტერესო კომენტარს აკეთებს.
დიდი ალბათობით, "ბაიერნში" ბოლო შეხვედრა ჩავატარე - 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ ასეა.
ჩემთვისა და კლუბისთვის საუკეთესო გამოსავლის პოვნა გვინდა.
დიახ, ჰასან სალიჰამიჯიჩს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ხელშეკრულებას არ გავახანგრძლივებ და, თუ კლუბი შემოთავაზებებს მიიღებს, უნდა განვიხილოთ.
რა მოხდება, თუ "რეკორდმაისტერი" ყველა წინადადებას დაბლოკავს? გუნდთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს, მაგრამ, საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ვნახოთ, რა მოხდება.
- ციტირებს პოლონელის სიტყვებს ViaPlay.
როგორც ცნობილია, ლევანდოვსკი გერმანულ კლუბში დარჩენას არ აპირებს და "ბარსასთან" 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]