ოლივერ კანი: რობერტ ლევანდოვსკი კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მეკარე და ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ კანი რობერტ ლევანდოვსკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს.
გუშინ პოლონელმა დაადასტურა, რომ შესაძლოა, ეს "ბაიერნში" მისი ბოლო სეზონი იყო. ცნობილია, რომ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" გადმოსვლა უნდა, მაგრამ ამაში მას ხელს "ბაიერნი" უშლის.
ასეთი გამოცდილება წარსულშიც გვქონია. სანერვიულო არაფერია. მის აგენტს შეთავაზება გავუკეთეთ და უარი მივიღეთ. ეს მისი უფლებაა. ფეხბურთელს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და ის ამ კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს.
- განაცხადა ოლივერ კანმა BR24Sport-ის ეთერში, დღევანდელი ზეიმის დროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელმძღვანელი პირების მსგავსი საჯარო განცხადებების პარალელურად "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს უკვე ეძებს, რადგან უკმაყოფილო ფეხბურთელის გუნდში გაჩერება კარგი იდეა ნამდვილად არაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]