ფრანსიშკუ ტრინკაუ სპორტინგში გადასვლასთან ახლოსაა
ფრანსიშკუ ტრინკაუ კარიერას, დიდი ალბათობით, ლისაბონის "სპორტინგში" გააგრძელებს.
"ბარსელონა" და პორტუგალიური კლუბი შეთანხმებასთან ახლოს არიან. კატალონიელებს ტრინკაუს მუდმივი ტრანსფერით გასხვისება სურთ, "სპორტინგი" კი გამოსყიდვის უფლებით იჯარას თანხმდება. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
22 წლის ფეხბურთელი "ბარსელონამ" 2020 წელს "ბრაგადან" დაიმატა, 2021 წელს კი 1 სეზონით "ვულვერჰემპტონში" გაანათხოვრა, თუმცა ინგლისური კლუბი ფრანსიშკუს გამოსყიდვას არ აპირებს, შესაბამისად, "ბარსას" მისთვის ახალი გუნდის მოძებნა უწევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]