ზინედინ ზიდანი სერხი რობერტოს აკვირდება

ზინედინ ზიდანი სერხი რობერტოს აკვირდება

ხუმრობა არ გეგონოთ! მადრიდის ”რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა, რომელიც ამჟამად კვლავ ”რეალს” ემსახურება, სერხი რობერტოს მიმართ გამოხატა ინტერესი.

სერხი რობერტო 1992 წლის 7 თებერვალს დაიბადა. 177 სმ სიმაღლის ფეხბურთელი ”ბარსა ბ”-ს კუთვნილებაა და მოედნის ცენტრში თამაშობს. სერხი რობერტოს საფეხბურთო კარიერა 2005 წელს იწყება. 2006 წელს ის ”კადეტე ბ”-ს, ხოლო 2007 წელს ”კადეტე ა”-ს კუთვნილება იყო. 2008 წელს ”ჟუვენილ ბ”-ს შემადგენლობაში გამოდიოდა, ხოლო 2009 წელს ”ჟუვენილ ა”-ს ღირსებას იცავდა. 19 წლის ფეხბურთელი 2010/11 სეზონში ”ბარსას” პირველი გუნდის რიგებში ორჯერ გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზიდანმა მწვანე შუქი აუნთო სერხი რობერტოს ტრანსფერს მადრიდის ”რეალში”. თუმცა, სავარაუდოდ ფეხბურთის ლეგენდას იმედები გაუცრუვდება, ვინაიდან კანტერანოს ნახევარმცველი სულ მალე კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის რამდენიმე წლით გახანგრძლივებას გეგმავს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.