„ბარსელონა“ სერხი რობერტოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბს, გუნდის ნახევარმცველის, სერხი რობერტოს იმედი აქვს და კლუბი მას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, იტყობინება Sport.
"ლურჯ-ბროწეულისფერების" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი მომავალში ძალიან სასარგებლო იქნება კატალონიელებისთვის. რაც შეეხება მომავალ სეზონს, "ბარსელონას" მწვრთნელი რობერტოს ცვლილებებზე გამოყენებას აპირებს, რაც მას პროგრესის საშუალებას მისცემს.
ამასთან დაკავშირებით, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება 2019 წლამდე შესთავაზა. ნახევარმცველს მიმდინარე კონტრაქტი "ბლაუგრანასთან" 2015 წელს ეწურება. ნებისმიერ შემთხვევაში, ესპანური გრანდისთვის, სერხი რობერტოს საკითხი, ამჟამად, პრიორიტეტული არაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]