”ლევანტე” - ”ბარსელონა”. დაპირისპირებების ისტორია

”ლევანტე” - ”ბარსელონა”. დაპირისპირებების ისტორია

დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის ფარგლებში, ”ბარსელონა” ”ლევანტეს” წინააღმდეგ გამართავს მატჩს. შეხვედრა ვალენსიაში გაიმართება და მას კატალონიური გრანდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - თამაშის მოგების ან ფრედ დასრულების შემთხვევაში ”ბარსელონა” ზედიზედ მესამედ აღმართავს ქვეყნის ჩემპიონის თასს.

”ბარსელონამ” და ”ლევანტემ” ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ოცჯერ ითამაშეს. სტატისტიკა კატალონიელთა წისქვილზე ასხამს წყალს. ”ბლაუგრანას” ანგარიშზე ცამეტი გამარჯვება, ოთხი ფრე და სამი მარცხია. რაც შეეხება გოლებს, საქმე აქაც კარგად აქვთ ”ლურჯ-ბროწეულისფრებს”. მათ ”ლევანტეს” კარი 58-ჯერ აიღეს, ხოლო საკუთარ კარში 31 გოლი მიიღეს (+27).

დღეს ”ბარსელონა” შეეცდება ვალენსიიდან მინიმუმ 1 ქულა წამოიღოს და წერტილი დაუსვას 9 თვიან მარათონს.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.