"ლევანტე"-"ბარსელონა" - მატჩის წინ
"ლევანტესა" და "ბარსელონას" მატჩს შეგვიძლია ესპანეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური დაპირისპირება ვუწოდოთ. მასპინძელ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, სტუმარი კი - ოქროს მედლებისთვის.
დანაკლისი
გადაწყვეტილია, რომ შეხვედრას ასიერ დელ ორნო დააკლდება. ვალენსიელთა მხრიდან, შესაძლოა ვერ ითამაშონ ხავი ვენტამ, ხავიერ ფარინოსმა და არუნა კონემ.
"ბარსელონას" ალვესი, პიკე, აფელაი და ფაბრეგასი დაუბრუდნენ, მაგრამ ტრავმის გამო, შეხვედრას კეიტა გამოტოვებს. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ვილია, აბიდალი და ფონტასი დღეს ვერ ითამაშებდნენ.
საინტერესო ფაქტები
ლევანტე
- "ლევანტემ" საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგო;
- "ლევანტეს" ფეხბურთელი ხავი ტორესი, 2007-09 წლებში, "ბარსელონაში" ირიცხებოდა. 2008-09 წლების სეზონში, გვარდიოლას მწვრთნელობის დროს, მან ლა ლიგაში 2 თამაში ჩაატარა;
ბარსელონა
- "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ათ მატჩში, პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანად შეხვედრაც;
- ლა ლიგის ბოლო თოერმეტ თამაშშ, გვარდიოლას შეგირდებს მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდათ;
- ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 7 თამაშიდან, "ბარსამ" კარი მშრალად 5-ში შეინახა;
- თუ დღეს "ბარსამ" იმარჯვა, გვარდიოლას, როგორც მწვრთნელს, ლა ლიგაში 113 მოგება დაუგროვდება. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრუიფს აქვს (183 მოგება). ამჟამად, გვარდიოლა რაიკაარდთან ერთად მე-2 ადგილს იყოფს;
- თუ დღეს ანდრეს ინიესტამ ითამაშა, იგი "ბარსელონას" მაისურით მე-400 თამაშს ჩაატარებს;
ურთიერთშეხვედრები
ლა ლიგაში, "ბარსელონას" და "ლევანტეს" ერთანეთში 13-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 9-ჯერ მოიგეს, ვალენსიელებმა - ერთხელ, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. "ლევანტემ" ის ერთადერთი თამაში 1964 წელს, საკუთარ კედლებში, ანგარიშით 5:1 მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]