ლევანდოვსკის ბარსელონას ფეხბურთელობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს
რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
Relevo-ს ინფორმაციით, პოლონელის აგენტი პინი ზაჰავი თავისი კლიენტის "ბარსაში" გადასვლასთან დაკავშირებით "ბაიერნთან" შეთანხმებას უახლოვდება.
გერმანული კლუბი ლევანდოვსკის წასვლას ნელ-ნელა ეგუება, თუმცა, მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევრომდე ითხოვს. თავის მხრივ, "ბლაუგრანა" ფინანსური Fair Play-ს წესებისგან გათავისუფლებას ცდილობს, რათა გარიგებების მიღწევა შეძლოს.
რობერტის "ბარსელონაში" ტრანსფერს ხელს სადიო მანეს "ლივერპულიდან" "რეკორდმაისტერში" შესაძლო გადაბარგებაც უწყობს. გავრცელებული ცნობებით, სენეგალელთან ყველაფერი შეთანხმებულია და "ბაიერნი" მასში 30 მილიონს გადაიხდის.
წყაროს თანახმად, პინი ზაჰავი გერმანელებს უხსნის, თუ რატომ სურს ლევანდოვსკის "ბარსაში" გადმოსვლა. მიუნხენელები მის გასაყიდად მზად არიან, მაგრამ "ბლაუგრანას" მიერ შეთავაზებულ 40 მილიონზე მეტი სურთ.
ტონი ჟუანმარტის თქმით, "ბარსასთვის" სატრანსფერო თანხა პრობლემა არ იქნება - მთავარია, რომ "ბაიერნი" პოლონელის გაშვებაზე თანახმაა. კატალონიელები 32 მილიონს (+5 მილიონი ბინუსები) იხდიან, გერმანელებს კი 50 სურთ - მხარეები საერთო ენას გამონახავენ.
Sport-ის ცნობით, ლევანდოვსკის "ბარსელონას" ფეხბურთელობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.
დღეს, მონაკოში ყოფნისას, რობერტმა Sky Sport-თან განაცხადა:
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, "ბარსელონასა" და ლევანდოვსკის შორის 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]