ბარსელონამ ვულვზს რუბენ ნევეშის სანაცვლოდ 3 ფეხბურთელი შესთავაზა
"ბარსელონა", "ვულვერჰემპტონის" საყრდენი ნახევარმცველით, რუბენ ნევეშით ინტერესდება.
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსამ" "ვულვზს" პორტუგალიელის სანაცვლოდ 3 ფეხბურთელი - რიკი პუჩი, ოსკარ მინგესა და მარტინ ბრეითუეიტი შესთავაზა, თუმცა, ინგლისურ კლუბს ტრანსფერში მხოლოდ ნიკო გონსალესის ჩართვის პერსპექტივა ხიბლავს.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ნიკოს "ვულვზში" იჯარით გაშვებაზე ან გამოსყიდვის უფლების დატოვებით გაყიდვაზე ფიქრობენ.
ნევეშის პრიორიტეტი, რომელსაც ჩავი ერნანდესი უკვე ესაუბრა და თავისი პროექტი გააცნო, "ბარსელონაში" თამაშია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]