ჟოან ლაპორტა გავიზე, ლევანდოვსკისა და დემბელეზე
"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გავიზე, რობერტ ლევანდოვსკისა და უსმან დემბელეზე საუბრობს.
გავის ახალ კონტრაქტზე შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ. კლუბში ყველა ოპტიმისტურადაა განწყობილი და გვინდა, ის ჩვენთან დარჩეს. იგივეს ფიქრობენ გავი და თავისი აგენტიც.
ლევანდოვსკიზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ის "ბაიერნის" ფეხბურთელია, და ეს შეურაცხმყოფელი იქნება.
დემბელეს შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ ჩვენთვის ჯერ კიდევ არ უპასუხია.
თუ მომავალ ხუთშაბათს გასმართ ასამბლეაზე კლუბის წევრები ჩვენს იდეებს არ შეეწინააღმდეგებიან, ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გამოვასწორებთ.
თუ ეკონომიკური სიტუაცია მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვას გვაიძულებს, ამისთვის მზად ვართ.
კრიზისის მოგვარება სატელევიზიო უფლებებისა და BLM-ის მცირე პროცენტის გაყიდვით გვსურს.
- ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Relevo.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]