ბარსელონა კაპიტნებთან მოლაპარაკებებს იწყებს

ბარსელონა კაპიტნებთან მოლაპარაკებებს იწყებს

ივნისის ბოლომდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები კი ისევ მოუგვარებელია.

კატალონიური კლუბი რთული პერიოდის დაძლევას რამდენიმე ხერხით აპირებს - ფეხბურთელების გაშვება, აქტივების გასხვისება და ხელფასების შემცირება.

ბოლო კვირებში "ბარსას" ხელმძღვანელმა პირებმა დაადასტურეს, რომ კლუბი ხელფასების კიდევ ერთხელ შემცირებას არ გამორიცხავს. გუნდის კაპიტნებიდან ერთ-ერთმა, სერჟი რობერტომ ხელფასი 60%-ით უკვე შეიმცირა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟერარ პიკე მზადაა, მოლაპარაკებები დაიწყოს, ბუსკეტსსა და ალბას კი ამის სურვილი არ აქვთ. ნაკრებში მყოფმა ბუსკეტსმა და ალბამ მიმდინარე პროცესების მიმართ ნეგატიური განწყობა დაადასტურეს, თუმცა კლუბის დახმარებაზე მზადყოფნაც დააფიქსირეს.

Sport-ის ცნობით "ბარსელონა" აპირებს, ალბას, პიკესა და ბუსკეტსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში დაიწყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 16 ივნისი 2022 14:45
    0
    იმედია კაპიტნები შეიმცირებენ !
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ივნისი 2022 22:36
    0
    ციტატა: Moriba
    ვფიქრობ რობერტოს იმიტო გაუხანგრძლივეს რომ შემდეგ წელს ვინცააა ფოტიზე აქედან ყველა წავა და ერთდროულად გააცილებენ

    ხო და გაცილების ფოტოც ასევე ერთობლივი იქნება. ოღონდ პიკეს სთხოვენ წასვლის წინ მაინც გაისწოროს ტრუსები მაგას რო ბიკინები გონია.
    Ferran torres
    სტუმარი [?]
    #3 13 ივნისი 2022 16:18
    0
    რებს წერთ ვერ გავიგე ზუსტად თქვენ გეწერათ რომ ალბა მზად იყო კიდევ ერთხელ დახმარებოდა ბარსას ეს თქვენ გეწერათ ეხლა კიდე არაო ვერ გავიგე ჩამოყალიბდით თუ შეიძლება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივნისი 2022 16:12
    1
    ანუ ბუსკეცი და ალბა ხელფასს არ შეიმცირებენ მარა კლუბს მორალურად გვერდში უდგანან? 😃
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Moriba
    სტუმარი [?]
    #1 13 ივნისი 2022 15:54
    3
    ვფიქრობ რობერტოს იმიტო გაუხანგრძლივეს რომ შემდეგ წელს ვინცააა ფოტიზე აქედან ყველა წავა და ერთდროულად გააცილებენ