ფრეიშა: ”ბუსკეტს მარსელოსთვის შეურაცყოფა არ მიუყენებია”
კატალონიური ”ბარსელონას” წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ სერხიო ბუსკეტს მარსელო ჟუნიორისთვის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში შეურაცყოფა რასისტული გამონათქვამებით არ მიუყენებია, გადმოგვცემს მადრიდული marca.
ფრეიშას სიტყვებით ბუსკეტსის ტუჩების მოძრაობა არასწორად აღიქვეს. მარსელო ამტკიცებს, რომ სერხიომ მას მაიმუნი უწოდა. ფრეიშას აზრით ბუსკეტსმა მარსელოს ”mucho morro” დაუძახა, რაც გრძელ ცხვირს ნიშნავს და არა ”mono mono”, რაც მაიმუნს ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ უეფა ორშაბათს გამოიტანს საბოლოო დასკვნას, წინასწარი ვარაუდით ბუსკეტს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]