ვილიას პირველიდან მაქსველის მეშვიდე ლიგამდე

ვილიას პირველიდან მაქსველის მეშვიდე ლიგამდე

”ბარსას” ყველა ფეხბურთელს აქვს მოგებული ეროვნული ჩემპიონატი ”ბარსას”  ან სხვა გუნდის შემადგენლობაში. მხოლოდ დავიდ ვილიას და ადრიანო კორეიას არ ჰქონდათ მოგებული, ხოლო მაქსველმა მეშვიდედ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი.

”ბარსამ” და პეპ გვარდიოლამ მესამედ მოიგო ლა ლიგა და ამით შეავსო მუზეუმი. კლუბის 111 წლიან ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატი 21-ჯერ იქნა მოპოვებული.

პირველი ლიგა ვილიასთვის და ადრიანოსთვის

პირველ გუნდში მხოლოდ 2 ფეხბურთელი იყო, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატი მოგებული არ ჰქონდა. პირველი მათგანია დავიდ ვილია, რომელმაც 8 სეზონი გაატარა პრიმერაში, სადაც ”სარაგოსას” და ”ვალენსიას” ღირსებას იცავდა. მეორე ადრიანო კორეიაა, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატი არცერთ გუნდთან ერთად არ ჰქონდა მოგებული.

მაქსველი მეშვიდე ცაზეა

მეორე მხარესაა მაქველის მედლები. გუნდის არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია დაიკვეხნოს ეროვნული ჩემპიონატის მედლების რაოდენობით ისე როგორც მას. მაქსველმა ”აიაქსში” დაიწყო (2001/02 და 2003/04), შემდეგ სამი ტიტული მილანის ”ინტერთან” ერთად მოიპოვა (2006/07, 2007/08 და 2008/09). პრიმერა დივიზიონი მან უკვე მეორედ მოიგო.

მასკერანოს და აფელასი პირველი მედლები ”ბარსას” შემადგენლობაში

მასკერანო და აფელაი ”ბარსას” შემადგენლობაში პირველად ზეიმობენ ტიტულის მოპოვებას. სეზონის სტარტზე გუნდმა ესპანეთის სუპერთასი მოიგო, თუმცა არცერთი მათგანი აგვისტოში ”ბარსას” შემადგენლობაში არ არიცხებოდა. ჰოლანდიელს ”პსვ”-ს შემადგენლობაში 4-ჯერ აქვს ჰოლანდიის ჩემპიონატი მოგებული. მასკერანოს ”კორინთიასთან” ერთად ბრაზილიის, ხოლო ”რივერ პლეიტთან” არგენტინის ჩემპიონატი აქვს მოგებული.

მესის და ინიესტას ლა ლიგის 5 ტიტული აქვთ

ჩავი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ”ბარსას” ბოლო 6 მოგებულ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული. ვალდესი, პუიოლი, მესი და ინიესტა მას დიდად არ ჩამორჩებიან. ყველა მათგანს ლა ლიგის 5 ტიტული აქვთ მოპოვებული. აღსანიშნია ის, რომ მესი და ინიესტა ისეთი ახალგაზრდები არიან, რომ მომავალ წლებში კიდევ ბევრჯერ შეუძლიათ ამ ტიტულის მოგება. მესი ივნისში 24 წლის ხდება, ხოლო ანდრესი 11 მაისს 27 წლის გახდა.

ლიგა სათადარიგოებისთვის

”ბარსამ” ბწრყინვალე სეზონი ჩაატარა და არ უნდა დავივიწყოთ მეორე გუნდის ახალგაზდრა ფეხბურთელები, რომლებიც ეხმარებოდნენ გუნდს. ეს სიტყვები ეკუთვნით ფონტასს, ტიაგოს, მონტოიას, ნოლიტოს და დოს სანტოსს. ყველა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა ლა ლიგის მოგებაში და ბოლო 2 ტურში გვარდიოლა მათ მადლობას სათამაშო დროის გამოყოფით გადაუხდის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.