ბარსელონას ფუტსალის გუნდი ესპანეთის ჩემპიონია!
ისტორიაში მეექვსედ, ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ და ზედიზედ მეორედ - "ბარსელონას" ფუტსალის გუნდი ესპანეთის ჩემპიონია!
კატალონიელებმა ფინალში "პალმა ფუტსალი" დაამარცხეს. "ბარსამ" ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით მოიგო - შინ 4-2 და დღეს სტუმრად 4-2.
დღევანდელი თამაში, 4 დღის წინ გამართულის მსგავსად, "ბლაუგრანას" კარნახით წარიმართა. სტუმრები 2-ჯერ აგებდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში ორივეჯერ კაპიტანი ლოსანოს ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
"პალმა ფუტსალის" რიგებში საქართველოს ნაკრების ბრაზილიელი შემტევი ჩაგინია თამაშობდა. სწორედ მის კარგ თამაშსა და პასს მოჰყვა შეხვედრის პირველი გოლი.
2021/22 წლების სეზონი "ბარსელონას" ფუტსალის გუნდისთვის ისტორიული გამოდგა. ხესუს ველასკოს გუნდმა 4 ტიტული მოიგო - ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა.
ამ თამაშით "ბარსელონასთვის" 2021/22 წლების სეზონი დასრულდა. ხვალ კი სეზონის შეჯამებას შემოგთავაზებთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]