ბერნარდუ სილვა ოცნების ახდენის მოლოდინში

ბერნარდუ სილვა ოცნების ახდენის მოლოდინში

როგორც ცნობილია, მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე ბერნარდუ სილვაა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელმა "ბარსას" საკუთარი თავი იანვარშიც შესთავაზა, მაგრამ კლუბმა მაშინ ფერან ტორესი შეიძინა. ამ ტრანსფერისთვის ინგლისში ვიზიტის დროს, სილვა კატალონიელთა ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა და შეატყობინა, რომ "ბლაუგრანაში" გადმოვლას ისურვებდა.

ვინაიდან ეს კონტაქტი მოკლე იყო, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობამ იფიქრა, რომ საქმე ხუმრობასთან ჰქონდათ, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ბერნარდუსგან მესიჯი მიიღო, რომელშიც ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში გადმობარგების სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამდა. 

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ 27 წლის შემტევი ნახევარმცველის აგენტ ჟორჟე მენდეშსა და ჟოან ლაპორტას, მატეუ ალემანისა და რაფა იუსტეს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აგენტმა კლუბს თავისი კლიენტის ინტერესები კიდევ უფრო კარგად გააცნო.

პორტუგალიელს "ბარსელონაში" თამაში ძალიან სურს და ამაზე ბავშვობიდან ოცნებობს - ამჟამად, ის ამ ოცნების ახდენას ელოდება. თუმცა, სილვას ტრანსფერი ფრენკი დე იონგსა (ნიდერლანდელის თაობაზე "ბლაუგრანა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმებას უახლოვდებიან) და ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებაზეა დამოკიდებული. 

ბერნარდუ 10 წლის ასაკიდან "ბარსას" გულშემატკივარია. მან კატალონიური კლუბის ქომაგობა 2004 წელს, "ბარსელონაში" დეკუს გადმოსვლის შემდეგ დაიწყო. სილვამ თავის მშობლებს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის შეძენა სთხოვა და ჩავის, ბუსკეტსის, ინიესტასა და მესის ყურებაში გაიზარდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 27 ივნისი 2022 00:34
    0
    ციტატა: totti10
    ხოო სულ რაღაც მინიმუმ 90-100 მილიონი დაჯდეს, პლიუს სასწაული ხელფასი :დ :დ ამ გაჭირცების ფონზე ვინც ეს მიყვანსო გუნდში იმის დედა...

    შენ რომელი უფრო გადარდებს, ის, რომ ბარსას ფინანსურად უჭირს თუ ის, რომ ბარსა გაძლიერდება? შენი პასუხი მაინტერესებს, თორემ მე კი ვიცი შენ რომელი უფრო გადარდებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 ივნისი 2022 16:33
    1
    დაუბრუნონ ტორესი სიტის და დაუმატონ ფული, მაგრამ მაგის ჩიტები არიან სიტიში. მაგას არ მოგვცემენ და მითუმეტეს იმ მაზილას ვინ დაიბრუნებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 26 ივნისი 2022 15:53
    6
    ისე რაღაცნაირად მეორდება ყველაფერი. პედრი ჩავის პონტშია, გავი ინიეატას. დეკუსი არ იყოს ახლაც პორტუგალიელი ნახ. მცველი მოყავთ. დეიინგს უშვებენ იაია ტურესავით და ნიკოს აძლევენ შანსს ბუსკეცივით. კარმაა იმენა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #7 26 ივნისი 2022 15:18
    1
    თუ ესეთი კულეა სულით და გულით მაშინ მოიყვანონ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #6 26 ივნისი 2022 15:10
    5
    ციტატა: totti10
    ხოო სულ რაღაც მინიმუმ 90-100 მილიონი დაჯდეს, პლიუს სასწაული ხელფასი :დ :დ ამ გაჭირცების ფონზე ვინც ეს მიყვანსო გუნდში იმის დედა...

    ფინანსურად დგება გუნდი ფეხზე და მოჰყავთ, ლაპორტას მოყვანა, რომ არ შეეძლოს არ მოიყვანდა. შენ ოღონდ ცუდი დაწერო ბარსაზე და არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. ან ამდენი წარუმატებელი სეზონით სასოწარკვეთილი კულე ხარ ან კიდე მართლა მადრიდისტა. თუ ექნებათ საშუალება აუცილებლად უნდა მოიყვანონ, კრეატიული ცაცია ნახევარმცველი ძალიან გვჭირდება და იმედია მოსვლის შემთხვევაში ერთ-ერთი ლიდერი იქნება გუნდის.
    Davita
    სტუმარი [?]
    #5 26 ივნისი 2022 14:31
    3
    ციტატა: NEYBarca
    28 წლის ხდება აგვისტოში და 90 მილიონის მითხლიშვა ამაში რავიცი... იმედია გრიზმანის ტრანსფერს არ დაემსგავსება.

    მაზულა ტორეში მიათხლიშეს 60 მლ და შედეგი 0. ბერნარდუს ყველაფერი აქვს რაც ბარსაშია საჭირო , ტორესივით ზამენის კაცი არაა. ერთადერთი უარყოფითი ისარის რომ ჩვენი რომელიმე ახალგაზრდას მომავალი შეეწირება ამ აბვას, ალბათ გავი იქნება ეს.
    Culé [?]
    #4 26 ივნისი 2022 14:06
    2
    28 წლის ხდება აგვისტოში და 90 მილიონის მითხლიშვა ამაში რავიცი... იმედია გრიზმანის ტრანსფერს არ დაემსგავსება.
    Culé [?]
    #3 26 ივნისი 2022 14:05
    2
    ეს კაცი მოსაყვანია უეჭველი და დეიონგმა დროა დაგვემშვიდობოს პლიუს ლევანა და კუნდე დემბეკეს თუ გაასხმევინეს ეს კიდევ ყველაზეუფრო გამისწორდება რაფინია მირჩევნია ბევრად დემბელეზე უფრო მეტს მაინც გააკეთებს ბარსაში ეს სამი ტრანსფერი დაიდოს და მერე გამოვიდეს ლუბოი
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 ივნისი 2022 13:44
    7
    ეს თუ მოვიყვანეთ მართლა უძლიერესი ნახევარდაცვა გვეყოლება და მერე ვნახოთ საერთოდ ვინმე თუ დაგვიჭერს ბურთს barca-1
    --------------------
    ”Everybody believes in something... Most of all, we should believe in ourselves.” — Novak Djokovic
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ივნისი 2022 13:30
    2
    აქამდე სად იყვნენ ეს ჩემისები,ეგეთი ფანი თუ ყოფილა ბარსასი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid