ფრენკი დე იონგი წასვლაზე კვლავ უარს აცხადებს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგი "ბარსელონადან" წასვლაზე კვლავ უარს აცხადებს.
ნიდერლანდელის ტრანსფერს "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი ითხოვს და ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს, "ბარსას" კი მისი გაყიდვა და ბერნარდუ სილვას შეძენა სურს, მაგრამ საქმეს ფრენკის სურვილი აფერხებს.
Times Sport-ის ცნობით, ინგლისელები მზად არიან, შეთავაზება გაზარდონ და "ბლაუგრანას" დე იონგის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) გადაუხადონ. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბი ფიქსირებულ 86 მილიონს ითხოვს, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]