ბარსელონა ფრენკი დე იონგს 65 მილიონად ყიდის
"ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოვდებიან.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 65 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც "ბარსა" ფიქსირებულად მიიღებს, საბოლოოდ კი, ბონუსების გათვალისწინებით, კატალონიური გრანდი ნიდერლანდელი ფეხბურთელის გავყიდვით 85 მილიონს გამოიმუშავებს.
ამასთან, საიმონ სტოუნის ცნობით, ტრანსფერი დახურული ჯერ არაა, მაგრამ მხარეებს მოსაგვარებელი რამდენიმე დეტალი დარჩათ და როცა ყველაფერი მოგვარდება, "ბარსელონას" სწორედ ის თანხას გადაერიცხება, რაც ზემოთ აღინიშნა.
Sport1-ის თანახმად კი, "ბლაუგრანასა" და "იუნაიტედს" შორის გარიგება მიღწეულია. ახლა, ინგლისელებმა შეთანხმება თავად ფეხბურთელთან უნდა მოახერხონ. მოლაპარაკებები გრძელდება: მხარეები ტრანსფერის საბოლოოდ გაჩარხვას ამ კვირაში შეეცდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]