ბარსელონა ფრენკი დე იონგს 65 მილიონად ყიდის

ბარსელონა ფრენკი დე იონგს 65 მილიონად ყიდის

"ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოვდებიან.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 65 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც "ბარსა" ფიქსირებულად მიიღებს, საბოლოოდ კი, ბონუსების გათვალისწინებით, კატალონიური გრანდი ნიდერლანდელი ფეხბურთელის გავყიდვით 85 მილიონს გამოიმუშავებს.

ამასთან, საიმონ სტოუნის ცნობით, ტრანსფერი დახურული ჯერ არაა, მაგრამ მხარეებს მოსაგვარებელი რამდენიმე დეტალი დარჩათ და როცა ყველაფერი მოგვარდება, "ბარსელონას" სწორედ ის თანხას გადაერიცხება, რაც ზემოთ აღინიშნა.

Sport1-ის თანახმად კი, "ბლაუგრანასა" და "იუნაიტედს" შორის გარიგება მიღწეულია. ახლა, ინგლისელებმა შეთანხმება თავად ფეხბურთელთან უნდა მოახერხონ. მოლაპარაკებები გრძელდება: მხარეები ტრანსფერის საბოლოოდ გაჩარხვას ამ კვირაში შეეცდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 28 ივნისი 2022 15:28
    0
    Andria,
    ფაბრიციომ დაწერა ეგრე და რავი... 65 მილიონი და ბონუსები, 85 მილიონი ფულ პაკეჯი :დ მარა საბოლოო არააო და ვნახოთ საბოლოოდ, იმედია 75-ზე ნაკლები არ იქნება ფიქსირებული მაყუთი.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 28 ივნისი 2022 15:27
    1
    85 მილიონი კარგი ფულია და გამოგვადგება მაგრამ, იმედია ამ ფულს ლევანაში არ დახარჯავენ, კუნდე გვინდა პირვეკ რიგში და ასევე ვინგერი დემბელეს შემცვლელი, ბერნანდოს რაც შეეხება კი მაგრად მომწონს მაგრამ არ ვიცი რამდენად გვაქ მაგისი ყიდვის ერთი ადგილი
    ფანი [?]
    #2 28 ივნისი 2022 15:19
    1
    NEYBarca,
    არა ეგეთი ბონუსები არიქნება აუცილებლად მიიღებს ბარსა 85 მილიონს
    Culé [?]
    #1 28 ივნისი 2022 15:14
    0
    იმედია ბონუსებში ლიგის მოგება არაა გათვალისწინებული და შედარებით მარტივად მიიღებს გუნდი ბონუსებს, ჯანდაბას გაყიდონ 65-ად და კუნდეს მოიყვანენ ამ ფულით.