რამოსი: "ბუსკეტსმა და მარსელომ იციან რაც მოხდა"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა, ანალიზი გაუკეთა ბოლო "კლასიკოზე" მომხდარ ინციდენტს, სადაც სერხიო ბუსკეტს ბრალად ედება რასისტული გამონათქვამები მარსელო ჟუნიორის მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გმაოცემა "მარკა".
შეგახსენებთ, რომ ორივე გრანდმა სარჩელი შეიტანა "უეფაში" ერთმანეთის წინააღმდეგ. კატალონიელებს სურდათ "თეთრების" მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს დასჯა იმ მწვავე კომენტარების გამო, რომელიც მატჩის შემდეგ განაცხადა, ხოლო მადრიდელები ითხოვდნენ რადენიმე კატალონიელი მოთამაშის დისკვალიფიკაციას არასპორტული საქციელის გამო. ერთ–ერთ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სერხიო ბუსკეტსი რასისტული გამონათქვამით შეურაცხყოფას აყენებდა მარსელოს და მას მაიმუნს უწოდებდა.
"ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ ბუსკეტსმა და მარსელომ იციან რაც მოხდა. "უეფაში" საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, ასე რომ, დაადგენენ ვინ იყო მართალი და ვინ არა. არსებობს ვიდეომასალაც და ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტი აქვს. მე არ მაქვს უფლება რაიმე კომენტარი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვი, რომ ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს ესპანეთის ნაკრებში. ეს უდიდესი შეცდომა იქნება, რადგანაც ესპანეთის ნაკრებში ფანტასტიური ატმოსფეროა. "კლასიკო" უკვე წარსულს ჩაბარდა". დაასრულა სერხიო რამოსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]