პეპე: "მოურინიო დასაჯეს, ბუსკეტსი–არა"

პეპე: "მოურინიო დასაჯეს, ბუსკეტსი–არა"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველმა, პეპემ, კომენტარი გაუკეთა "უეფას" გადაწყვეტილებას. შეგახსენებთმ რომ დისციპლინარულმა კომიტეტმა არ დასაჯა სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც ბრალად ედებოდა რასისტული გამონათქვამების ხმარება მარსელო ჟუნიორის მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

"აბსოლუტურად ყველამ ნახა, რომ დანი ალვესს არ შევხებივარ, მაგრამ წითელი ბარათი მაინც მივიღე. ძალიან გვინდოდა ფინალში ასპარეზი, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენზე არ ყოფილა დამოკიდებული. პირველ თამაშში კატალონიელებმა სიმულაციას მიმართეს და თითქმის გაინაღდეს ფინალის საგზური, ხოლო მეორე მატჩში თავისი საქმე გააკეთეს". განაცხადა პეპემ. 

 

"გასაკვირი ისაა, რომ მოურინიო სიმართლის თქმის გამო დასაჯეს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით, ხოლო სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც რასისტული გამონათქვამებით "შეამკო" მარსელო ჟუნიორი, არ დასაჯა "უეფამ". დაასრულა პეპემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.