ლევანდოვსკი, კუნდე, ბერნარდუ სილვა და რაფინია - ბარსელონა 200 მილიონის დახარჯვას გეგმავს
El Partidazo de COPE-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" სჯერა, რომ, მეორე ბერკეტის გააქტიურების შემდეგ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 200 მილიონის დახარჯვას შეძლებს.
ამისთვის სატელევიზიო უფლებების დარჩენილი 15%-ის ("ბარსამ" 10% უკვე გაყიდა და პირველი ბერკეტი გააქტიურა) გაყიდვაა საჭირო, რისი მოგვარებაც კლუბს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე სურს.
კატალონიური გრანდი BLM-სა და Barça Studios ჯერ არ გაასხვისებს, რადგან დარწმუნებულია, რომ 3:1 წესისა და ფინანსური Fair Play-ს მოსაგვარებლად სატელევიზიო უფლებების გაყიდვაც საკმარისი იქნება.
ამის წყალობით "ბარსელონა" დაახლოებით 400 მილიონის გამომუშავებას გეგმავს, სატრანსფერო სამიზნეები კი რაფინია, ბერნარდუ სილვა, ჟიულ კუნდე და რობერტ ლევანდოვსკი იქნებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]