ლევანდოვსკი, კუნდე, ბერნარდუ სილვა და რაფინია - ბარსელონა 200 მილიონის დახარჯვას გეგმავს

ლევანდოვსკი, კუნდე, ბერნარდუ სილვა და რაფინია - ბარსელონა 200 მილიონის დახარჯვას გეგმავს

El Partidazo de COPE-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" სჯერა, რომ, მეორე ბერკეტის გააქტიურების შემდეგ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 200 მილიონის დახარჯვას შეძლებს.

ამისთვის სატელევიზიო უფლებების დარჩენილი 15%-ის ("ბარსამ" 10% უკვე გაყიდა და პირველი ბერკეტი გააქტიურა) გაყიდვაა საჭირო, რისი მოგვარებაც კლუბს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე სურს.

კატალონიური გრანდი BLM-სა და Barça Studios ჯერ არ გაასხვისებს, რადგან დარწმუნებულია, რომ 3:1 წესისა და ფინანსური Fair Play-ს მოსაგვარებლად სატელევიზიო უფლებების გაყიდვაც საკმარისი იქნება.

ამის წყალობით "ბარსელონა" დაახლოებით 400 მილიონის გამომუშავებას გეგმავს, სატრანსფერო სამიზნეები კი რაფინია, ბერნარდუ სილვა, ჟიულ კუნდე და რობერტ ლევანდოვსკი იქნებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 2 ივლისი 2022 02:17
    1
    ლიგა გვინდია
    Culé [?]
    #7 2 ივლისი 2022 02:15
    12
    მე არ მივესალმები სილვას ტრანსფერს, არა იმიტომ რომ კარგი არა არის, არამედ იმის გამო რომ მის პოზიციაზე გვყავს უკვე პედრი, ასევე ტორეც გვემატება და გამოდის რომ 2 პერსპექტიულ ბავშვს უნდა შეეზღუდოს ან დრო ან რეალურ პოზიციაზე თამაშის პერსპექტივა. მითუმეტეს მაშინ როცა გამართული 6იანი და საყრდენი გვჭირდება.
    აი ძალიან მაინტერესებს სილვას მოსვლას მხარს ვინც უჭერთ, რა გგონიათ როგორ გადანაწილდება ნახევარდაცვაში როლები, ბუსკეცი, სილვა და პედრი? და ამ დროს ვინ იჭერს ცენტრს? ვინ აზღვევს ბუსკეცს? სილვა? რომლის მთავარი სქილიც შეტევაში წასვლა, საკაიფო პასები და გამწვავებაა? თუ პედრი რომელიც ანალოგიურად შეტევაშია ძლიერი თორე დაცვაში მაგას ჩემი მტერი ენდო.
    ზუსტად იგივე პრინციპით მოვიყვანეთ კოუ, რო აი მის პოზიციაზე კი გვყავს უკვე მესი მარა მოდი ეგ სხვაგანაც ითამაშებს და ლიჟბი ვიყიდოთ რადგან ჯიგარი ტრანსფერია და აბა ისეთი რა უნდა დაემართოს ერთი პოზიციის შეცვლით რო ვერ გაამართლოსო და აი ბატონო, მერე მოვიყვანეთ გრიზმანი და ვათამაშეთ გარემარბად, მერე მოვიყვანეთ დე იონგი და სად არ ვათამაშეთ ეგ უბედური, ცენტრალურ მცველად, ცხრიანად, რვიანად...ჰოდა რას ველოდით? ან ახლა რას ელით? რო საკაიფო მოთამაშე რადგანაც მოგყავთ ყველგან გაამართლებს?
    გუნდმა უნდა მოიყვანოს კონკრეტული პოზიციის გასაძლიერებლად ამ პოზიციიაზე ჩამოყალიბებული და დაღვინებული ფეხბურთელი და არა უბრალოდ ვარსკვლავი, რომელსაც აქეთ-იქეთ აპამპულავებ. 8იანზე კიდე სერიოზული ბიჭი გვეზრდება და ლოგიკაში არ ზის 100 მილიონის დახარჯვა მაგ პოზიციის გასაძლიერებლად როცა დაცვა ისევ მიუხედავია.
    ესენი კაი, სატრანსფერო ფანჯარაა და ვისზე არ დაწერენ რო გადმოდის მარა თქვენ მაინც იაზროვნეთ ცოტა ობიექტურად, წინა წლებში ისეთი რაღაცები გადაგვხდა, იმის მერე კიდევ იგივე შეცდომების დაშვებისკენ რატო მიდიხართ.
    Culé [?]
    #6 2 ივლისი 2022 01:26
    5
    ესენი ყველა თუ მოიყვანეს აი მერე უკვე ჩაუჯექი და ისიამოვნე ამათი ყურებით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ივლისი 2022 01:18
    5
    მაგ ფულში უკეთესი ტრანსფერების დადება შეიძლება რაღაცატომ ასე ვფიქრობ, მაგრამ ამასაც არაუშავს, გადახალისება მიდის ლამასიაში და თუ გაამართლა ყველაფერმა იქედანაც ბევრი შეავსებს ადგილებს მომავალშ, ამ ეტაპზე კი ნებისმიერი ტოპ ფეხბურთელის მოყვანა მნიშვნელოვანია გუნდისთვის. პ.ს რაფინია რამდენად ტოპია მაგას ვერ ვამუღამებ ოღონდ😂
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ივლისი 2022 01:08
    7
    ოთხიდან სამს განვადება გაუფორმე და შენ იქნები გროსმაისტერი ლაპორტა !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ივლისი 2022 00:53
    9
    რაფინიასი არვიცი მარა,მაინც თუ მოყომარდა ეს ოთხი ტრანსფერი,დაგვეჯახოს ლუბოი.ლევანა,კუნდე,ბერნარდუ,რაფინია,კესი და კრისტენსენი ძაან გიჟი სატრანსფერო ფანჯარა გამოგვივა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 2 ივლისი 2022 00:28
    11
    ეს ოთხი ტრანსფერი თუ მართლა დადესდა ხელები ამიწევია, ყოჩაღ მაშინ ლაპორტას და ალემანს
    gecheche
    სტუმარი [?]
    #1 2 ივლისი 2022 00:27
    5
    ოპაა აბა რაა უნდა დაიდოს ეს ტრანსფერები