ლაპორტას მუქარა - მეორე ბერკეტის ამოქმედების შემდეგ ფეხბურთელებს გავუშვებთ

ლაპორტას მუქარა - მეორე ბერკეტის ამოქმედების შემდეგ ფეხბურთელებს გავუშვებთ

გასული სეზონის ბოლო დღეს "ბარსელონამ" პირველი ფინანსური ბერკეტი წარმატებით აამოქმედა და ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10%-ის გაყიდვით სეზონი მოგებით დაასრულა.

ახლა ჯერ მეორე ბერკეტის ამოქმედებაზეა. ამჯერად საუბარი სატელევიზიო უფლებების 15%-ის 25 წლით გასხვისებაზეა, რაც კლუბს ფეხბურთელების შეძენის საშუალებას მისცემს. "ბლაუგრანაში" არის მოლოდინი, რომ გუნდს ტრანსფერებისთვის დაახლოებით 200 მილიონი ევრო ექნება.

თუმცა პრობლემა არა მხოლოდ ფეხბურთელების მოყვანა, არამედ გუნდიდან გაშვებაცაა, რადგან "ბარსელონას" დატოვება ბევრ ფეხბურთელს არ სურს. ასეთ დროს გამოსავალი მათთან კონტრაქტის გაწყვეტაა, რასაც ფული ჭირდება - ამ მოთამაშეებს დარჩენილი ხელფასი სრულად ან ნაწილობრივ უნდა აუნაზღაურო.

როგორც ჩანს, მეორე ფინანსური ბერკეტის ამოქმედებიდან მიღებულ თანხას "ბარსა" "ურჩ" ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაწყვეტისთვისაც გამოიყენებს.

სპორტულ დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ. თუ მეორე ეკონომიკურ ბერკეტს ავამოქმედებთ, შეგვეძლება, ფეხბურთელები დავიმატოთ და იმ მოთამაშეებთან კონტრაქტები გავწყვიტოთ, რომლებიც მწვრთნელს აღარ სურს.

- განაცხადა ლაპორტამ გადაცემა Casa SEAT-ში სტუმრობის დროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 5 ივლისი 2022 19:14
    0
    აი ეგრე უნდათ ზოგზოგიერთებს, ლაპორტა სიტყვის კაცია და ამასაც შეასრულებს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 ივლისი 2022 16:02
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    საინტერესოა, ვნახოთ რა მოხდება, ნეტა როდის დასრულდება სატრასნფერო ფანჯარა

    31 აგვისტოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 ივლისი 2022 23:29
    4
    იმედია საბოლოოდ გასუფთაბდება გუნდი ნაგვისგან,მაგრამ დემბელე თუ დარჩა ერთი დიდი ძღრენი მაინც გვეყოლება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 4 ივლისი 2022 23:20
    1
    საინტერესოა, ვნახოთ რა მოხდება, ნეტა როდის დასრულდება სატრასნფერო ფანჯარა
    Culé [?]
    #2 4 ივლისი 2022 22:16
    0
    მესმის ყველას უნდა ბარსელონაში დარჩენა,მაგრამ როცა გეუბნებიან რომ აღარჭირდები და უნდა წახვიდე თავმოყვარეობა საერთოდ არ უნდა გაგაჩნდეს ? შარშან ბრეიტვეიტს რო ერთი ადგილი აეწია 10 მილიონამდე გვიხდიდნენ ახლა უფასოდ მოგვშორდესო ვოცნებობთ ესაა რაა უბრალოდ ტოპ გუნდს უნდა რაცშეიძლება მაქსიმუმ გამოებას თორე ხელფასს ყველგან გადაუხდიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ივლისი 2022 22:09
    12
    ბართომეუმ შეაჩვია ფეხბურთელები მუქთაზე ყოფნას :დ
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი