ნიკოს იჯარით წასვლა სურს
ნიკო გონსალესს "ბარსელონას" იჯარით დატოვება უნდა. ახალგაზრდა ნახევარმცველის მიზანი მეტი სათამაშო დროის მიღებაა.
გუშინ ჟოან ლაპორტა ჟორჟე მენდეშს შეხვდა. ჟერარ რომეროს ინფორმაციით საუბარი ერთ შენაძენზე და ორი ფეხბურთელის "ბარსელონადან" წასვლაზე იყო. "ბარსას" ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის აგენტიც მენდეშია, სწორედ ნიკო გონსალესია და როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მასთან 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზეც ისაუბრა.
Mundo Deportivo-ს ცნობით თუ ნიკოს კარგი წინადადება ექნება, მას სურს, გუნდი იჯარით დატოვოს და სათამაშო დრო მიიღოს.
გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა შუახაზელის დამატებით დაინტერესებულნი "მარსელი", "სოსიედადი", "ბეტისი" და "ვალენსია" არიან.
ნიკოს "ბარსას" პირველ გუნდში 36 თამაში აქვს ჩატარებული. მის აქტივში 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]