მოურინიოს კითხვას პინტომ გასცა პასუხი
კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მოგებული ტიტულის აღნიშვნის ცერემონიაა. თავის მხრივ, ეს ცერემონია განსაკუთრებულია, თუ გუნდში ისეთი ფეხბურთელები გყავს, როგორიცაა პინტო. კლუბის სათადარიგო მეკარე გამოდგა ერთ-ერთი იმ იშვიათ პიროვნებათაგანი, რომელმაც სწორი პასუხი გასცა ჟოზე მოურინიოს მიერ დასმულ შეკითხვას.
კატალონიური კლუბის მეკარემ გუშინ პასუხი გასცა პორტუგალიელი მწვრთნელის მიერ დასმულ კითხვას, თუმცა ეს ისე გააკეთა, რომ ჟოზე მოურინიოს სახელი არც უხსენებია: "ჩვენ ვართ აქ და აღვნიშნავთ ამ გამარჯვებას. თუ ვინმეს აინტერესებს რატომ, მე შემიძლია გავცე პასუხი. ამას ერთადერთი და ძალიან მარტივი მიზეზი აქვს - ჩვენ საუკეთესოები ვართ!"
ამის შემდეგ მანუელმა თანაგუნდელებთან ერთად განაგრძო სიმღერა. მოდით, ვნახოთ ვიდეო:
[media=http://www.youtube.com/watch?v=uPbPIheyECE]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]