ასპილიკუეტას ბარსელონაში ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაოფიციალურდეს | ხავი მიგელი ბარსაზე

ასპილიკუეტას ბარსელონაში ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაოფიციალურდეს | ხავი მიგელი ბარსაზე

ხავი მიგელის ინფორმაციით, სესარ ასპილიკუეტას "ბარსელონაში" ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაოფიციალურდეს.

როგორც ესპანელი ჟურნალისტი იტყობინება, დღეს, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ლონდონის "ჩელსისთან" მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმების მიღწევასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.

"ბარსას" სურს, 32 წლის მარჯვენა მცველი მომავალ კვირაში წარადგინოს.

რაც შეეხება ალონსოს - მისი ტრანსფერი შედარებით გაიწელება. გამორიცხული არაა, "ჩელსიმ" კატალონიურ გრანდს მარკოსის ფრენკი დე იონგის გარიგებაში ჩართვა შესთავაზოს.

ამავე წყაროს ცნობით, "ბარსელონა" პრემიერ ლიგიდან მცველისა და თავდამსხმელის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. უკანახაზელი, დიდი ალბათობით, სწორედ ასპილიკუეტა იქნება, შემტევი კი - რაფინია. 

ხავი მიგელის თქმით, კლუბი რაფინიასა და დემბელეს შორის პრიორიტეტს ბრაზილიელს ანიჭებს და მის ტრანსფერს ისევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც ლევანდოვსკისა და კუნდეს მოყვანას. "ბარსას" სურს, რაფინია მეორე ბერკეტის გააქტიურებამდე იყიდოს, რადგან უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ამერიკულ ტურამდე გუნდის წევრი იყოს.

ჩავი ერნანდესმა აზრი შეიცვალა და ფიქრობს, რომ რაფინია და დემბელე ერთად ვერ ითამაშებენ, რის გამოც, ფრანგის კონტრაქტის გახანგრძლივებას გამორიცხავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 9 ივლისი 2022 20:19
    0
    ოჰო ეს უკვე სერიოზული თემაა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 ივლისი 2022 22:19
    1
    მოვიდა აზრზე ჩავი როგორც იქნა? კიდევ კაი მიხვდა. ამან არ იცის 5 წელი რა გადაგვატანინა იმ სლემ? მაგრამ ნამდვილი ზეიმი მაშინ მექნება როცა დემბელე უგუნდოდ დარჩება ან ისეთ გუნდში გადავა სადაც ხელფასს იმის ნახევარს მისცემენ რასაც ბარსა სთავაზობდა.
    Culé [?]
    #6 7 ივლისი 2022 21:06
    1
    იმედია გაქაჩავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 ივლისი 2022 20:31
    3
    მაგ ორიდან ასპილიკუეტა/მარკოს ალონსო რეალურად ასპი უფრო გვჭირდება და ეს თუ მართალია და ასპი მოჰყავთ საღოლ
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #4 7 ივლისი 2022 19:19
    2
    აპილიკუეტა ძაან კარგი ტრანსფერი იქნება,მარჯვენა და ცენტრალურ მცველად თამაშობს, თან მარცხნივაც შეუძლია თამაში და დესტის იმედზე არ შევრჩებით მარტო

    ისე აზპი თუ მოვიყვანეთ+ კუნდეც თუ ვითრიეთ მაგ შემთხვევაში პიკე უნდა გაუშვან, ხელფასი ხო ძაან დიდი აქ და ამდენი მცველი საკმარისი იქნება, თან სეზონის ბოლოს 10 წუთი ვერ ჩერდებოდა მოედანზე
    Moriba
    სტუმარი [?]
    #3 7 ივლისი 2022 19:15
    1
    Ddddddddd არაფერი არ დაწერილა ასპილიკუეტაზე რაის რამოდენიმე საათში დდ ნახავთ აგერ თუიქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 ივლისი 2022 18:49
    1
    ვახ როგორ მევასებაა აზპიიიი😍😍😍
    Culé [?]
    #1 7 ივლისი 2022 18:46
    2
    იმ ფონზე რა კრიზისიცაა მშვენიერია მთავარია ბევრი არ გადაიხადონ