ოფიციალურად: ბარსელონამ ტრინკაუ სპორტინგში გაანათხოვრა
ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ფრანსიშკუ ტრინკაუ ლისაბონის "სპორტინგში" გადადის.
კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამშობლოში 1-წლიანი იჯარით, 2023 წლის 30 ივნისამდე გადაბარგდება და "სპორტინგს" მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
ტრინკაუ "ბარსამ" 2020 წელს, "ბრაგადან" შეიძინა. მან სადებიუტო სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა და გუნდთან ერთად კოპა დელ რეი მოიგო.
22 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით "ვულვერჰემპტონში" გაატარა.
🚨 OFFICIAL: Francisco Trincão 🇵🇹 has signed for Sporting on loan with an option to buy. #SportingCP pic.twitter.com/6XAt7R8Bh8
— RouteOneFootball (@Route1futbol) July 13, 2022
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]